აბასთუმანი (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:KURORTI ABAStUMANI.PNG|thumb|250პქ|კურორტი აბასთუმანი]]
 
'''აბასთუმნი''' – (ინგლ.Abastumani, რუს. Абастумани), კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი სამხრეთ [[საქართველო|საქართველოში]], [[ადიგენის მუნიციპალიტეტი|ადიგენის რაიონში]], ქალაქის ტიპის დაბა [[სამცხე-ჯავახეთი|სამცხე-ჯავახეთში]], ქ. [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხიდან]] 28 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ქ. [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომი]]დან − 75 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. [[თბილისი]]დან − 287 კმ-ში, დასავლეთით. მდებარეობს [[მესხეთი]]ს [[აჭარა-იმერეთის ქედი]]ს სამხრეთის კალთაზე, [[მდინარე]] ოცხის (მდინარე [[აბასთუმნისწყალი]], მდინარე [[ქვაბლიანი (მდინარე)|ქვაბლიანი]]ს მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1250-1450 მ-ის სიმაღლეზე.  
 
16:55, 26 მარტი 2025-ის ვერსია

კურორტი აბასთუმანი

აბასთუმნი – (ინგლ.Abastumani, რუს. Абастумани), კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი სამხრეთ საქართველოში, ადიგენის რაიონში, ქალაქის ტიპის დაბა სამცხე-ჯავახეთში, ქ. ახალციხიდან 28 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ქ. ბორჯომიდან − 75 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. თბილისიდან − 287 კმ-ში, დასავლეთით. მდებარეობს მესხეთის აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთის კალთაზე, მდინარე ოცხის (მდინარე აბასთუმნისწყალი, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1250-1450 მ-ის სიმაღლეზე.

რელიეფი მთაგორიანია.

ჰავა − ზომიერად ნოტიო, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადი, შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე დეკადის ბოლომდე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6,4°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17,2°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 626 მმ-ს, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1967 საათს

კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) ტყეებით.

აბასთუმნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მინერალური წყლები. ეს წყლები მოიპოვება მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე მდებარე გამოსავლებიდან. აღნიშნული მინერალური წყლები არის თერმული, სუსტი მინერალიზაციის (M-0,4-0,7 გ/დმ3) კაჟმჟავა, სულფატურ-ქლორიდული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც ძირითადად განსხვავდება წყლის ტემპერატურით: გოლიათის წყაროს წყლის ტემპერატურაა 50°C, გველის – 42°C და სურავანდის – 39°C.

აბასთუმანში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია:
პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები, შესხურებები და გამორეცხვები აღნიშნული წყლით.

ჩვენებები აბასთუმანში წასასვლელად:
ფილტვების ტუბერკულოზი; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, სუნთქვისა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

აბასთუმანსა და მის მიდამოებში
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია;
ხიდი მდინარე ოცხეზე (XII-XIII საუკუნეები);
შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესია;
თამარის ციხე“;
მართლმადიდებლური ეკლესია „ახალი ზარზმა“ (1899-1902 წლები), რომლის ინტერიერი მოხატა მ. ნესტეროვმა (1902-1904 წლები) და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები