კრამერი იოჰან ბატისტ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კრამერი იოჰან ბატისტ“ გადაიტანა გვერდზე „[[იოჰან ბატისტ კრამერი]...) |
22:24, 27 აპრილი 2025-ის ვერსია
იოჰან ბატისტ კრამერი – (24 თებერვალი 1771, მანჰაიმი – 6 აპრილი 1858, ლონდონი), გერმანელი პიანისტი, პედაგოგი, კომპოზიტორი. მ. კლემენტის მოწაფე. კრამერი 13 წლიდან გამოდიოდა კონცერტებზე ევროპის ქვეყნებში. მან საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც ფორტეპიანოს პედაგოგმა. იგი ავტორია: 105 სონატისა, 7 კონცერტისა, კამერული ანსამბლებისა და სხვ. ფართოდაა გამოყენებული მისი პედაგოგიური „დიდი პრაქტიკული საფორტეპიანო სკოლა“, ეტიუდები და სავარჯიშოები.