პალესტრინა ჯოვანი პიერლუიჯი და პალესტრინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პალესტრინა“ გადაიტანა გვერდზე „[[პალესტრინა ჯოვანი პიერლუიჯი დ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:იტალიელი კომპოზიტორები]] |
00:07, 6 მაისი 2025-ის ვერსია
პალესტრინა ჯოვანი პიერლუიჯი და პალესტრინა – (დაახლ. 1525, პალესტრინა, რომის მახლობლად, – 2. II. 1594, რომი) იტალიელი კომპოზიტორი, რომის პოლიფონიური სკოლის მამამთავარი. 1544-51 იყო პალესტრინის მთავარი ეკლესიის ორგანისტი და კაპელმაისტერი. 1551-იდან მუშაობდა რომში (პაპის კაპელა, ეკლესია სანტა-მარია მაჯორე, სიქსტეს კაპელა). პალესტრინას შემოქმედება დაკავშირებულია სასულიერო-საგუნდო (აკაპელა) მუსიკასთან. მან პოლიფონიურ მუსიკაში მიაღწია ახალ, ნათელ და პლასტიკურ გამომსახველობას და ამით ნიადაგი მოუმზადა XVI-XVII სს. მიჯნის მუსიკაში სტილურ გარდატეხას. პალესტრინამ დაწერა100-ზე მეტი მესა, 180-მდე მოტეტი, ჰიმნები, მაგნიფიკატები, სასულიერო და საერო მადრიგალები. პალესტრინამ დიდი გავლენა მოახდინა მის თანამედროვე და მომდევნო ეპოქის კომპოზიტორებზე.