პასტა ჯუდიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჯუდიტა პასტა''' – (28 ოქტომბერი 1797, სარონო, მილანის მახლობლად − 1...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პასტა ჯუდიტა“ გადაიტანა გვერდზე „ჯუდიტა პასტა“) |
12:29, 6 მაისი 2025-ის ვერსია
ჯუდიტა პასტა – (28 ოქტომბერი 1797, სარონო, მილანის მახლობლად − 1 აპრილი 1865, ბლევიო, კომოს მახლობლად), იტალიელი მომღერალი (სოპრანო). სწავლობდა მილანის კონსერვატორიაში. გასტროლებს მართავდა ევროპულ ქვეყნებში (რუსეთში 1840-41). სახელი გაითქვა როსინის, ბელინის, დონიცეტის ოპერების გმირთა პარტიების შესრულებით. მისთვის დაიწერა ნორმას, ამინას (ბელინის „ნორმა“, „სომნამბულა“), ანა ბოლეინის (დონიცეტის „ანა ბოლეინი“) პარტიები.