ჟორდანია გიზო
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''გიზო ჟორდანია''' – (25.IX.1934, ლანჩხუთი | + | '''გიზო ჟორდანია''' – (25.IX.1934, ლანჩხუთი – 19.XI. 2016 [[თბილისი]]), ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983). საქართველოს სახლმწიფო (1982), შ. რუსთაველის (1995), კ. მარჯანიშვილის (1989), ს. ახმეტელის (1992), მ. აბაშიძის (1998) სახელობის პრემიების [[ლაურეატი]]. დაჯილდოებულია ა. შვაიცერის (1983) და ო. პოპოვის (1988) სახელობის საერთაშორისო მედალით. |
1958 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ამავე წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ ინსტიტუტში. | 1958 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ამავე წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ ინსტიტუტში. | ||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | [[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | ||
[[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]] | [[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]] | ||
+ | [[კატეგორია:კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები]] | ||
+ | [[კატეგორია:სანდრო ახმეტელის სახელობის პრემის ლაურეატები]] | ||
+ | [[კატეგორია:ჟორდანიები]] |
23:21, 6 მაისი 2025-ის ვერსია
გიზო ჟორდანია – (25.IX.1934, ლანჩხუთი – 19.XI. 2016 თბილისი), ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983). საქართველოს სახლმწიფო (1982), შ. რუსთაველის (1995), კ. მარჯანიშვილის (1989), ს. ახმეტელის (1992), მ. აბაშიძის (1998) სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ა. შვაიცერის (1983) და ო. პოპოვის (1988) სახელობის საერთაშორისო მედალით.
1958 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ამავე წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ ინსტიტუტში.
1961-65 ბათუმის, 1965-70 და 1979-86 რუსთაველის სახელობის თეატრების დამდგმელი რეჟისორია; 1970-79 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1991-99 თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი; 1993-2004 ბათუმის საოპერო თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგმული აქვს 100-ზე მეტი დრამატული და საოპერო სპექტაკლი საქართველოში და საზღვარგარეთ; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა დრამატული თეატრის, ოპერისა და სათეატრო პედაგოგიკის პრობლემებზე. თბილისის საოპერო თეატრში დადგა: ო. თაქთაქიშვილის „სამი ნოველა“(1967), „მინდია“ (1970), ნ. ლისენკოს „ტარას ბულბა“(1972), რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“(1973), რ. ლაღიძის „ლელა“ (1975), პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ (1976), ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1977) და სხვ. საარბრიუკენში (გერმანია) დადგა ზ. ფალიაშვილის „დაისი“ (1973), „აბესალომ და ეთერი“ (1976), პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ (1974), ო. თაქთაქიშვილის „მინდია” (1974). ბათუმში დადგა ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1993), რ. ლაღიძის „ლელა” (1994), ჯ. ვერდის „ოტელო“ (1996) და სხვ. ბათუმის მუსიკლაურ ცენტრში ჟ. ბიზეს „კარმენი“ (2014).