სანკტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სანკტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი“ გადაიტ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარიას თეატრი“ გადაიტანა გვერდზე „[[სანკტ-პეტერბურგის ოპერისა დ...)

23:54, 8 მაისი 2025-ის ვერსია

სანკტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრირუსეთის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი მუსიკალური თეატრი. მისი ისტორია იწყება 1783-იდან, როცა პეტერბურგში გაიხსნა ქვის (დიდი) თეატრი და ეკატერინე II განკარგულებით შეიქმნა დასი. დაიდგა პირველი რუსული ოპერები. 1803 საოპერო და საბალეტო დასი გამოეყო დრამატულს. 1836 გლინკას ოპერის „სიცოცხლე მეფისათვის“ დადგმით საფუძველი ჩაეყარა რუსულ კლასიკურ საოპერო ხელოვნებას. 1842 დაიდგა მისივე „რუსლან და ლიუდმილა“. მომდევნო ხანებში კი რუსი და დასავლეთევროპელი კლასიკოსი კომპოზიტორის მრავალი ოპერა და ბალეტი. 1860-იდან თეატრი მუშაობდა მის თანამედროვე შენობაში „მარიას თეატრის“ სახელწოდებით (1935-1991 ატარებდა ს. კიროვის სახელს). 1920 ეწოდა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი. ომის წლებში თეატრი მუშაობდა ქ. პერმში. დაბრუნდა ლენინგრადში 1944.

თეატრის დასის შემადგენლობაში მისი ისტორიის მანძილზე იყვნენ გამოჩენილი დირიჟორები, მომღერლები, მოცეკვავეები და სხვ. თეატრი მართავს გასტროლებს საზღვარგარეთ. სხვადასხვა დროს აქ დაიდგა ა. ბალანჩივაძის ბალეტი „მთების გული“ (1938), ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ (1972), ა. მაჭავარიანის ბალეტები „ოტელო“ (1960) და „ვეფხისტყაოსანი“ (1985).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები