შტრაუსი იოჰან (შვილი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შტრაუსი იოჰან (შვილი)“ გადაიტანა გვერდზე „იოჰან შტრაუსი (შვილი)“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოჰან შტრაუსი (შვილი)“ გადაიტანა გვერდზე „შტრაუსი იოჰან (შვილი)...) |
00:13, 17 მაისი 2025-ის ვერსია
იოჰან შტრაუსი – (25 ოქტომბერი 1825, ვენა – 3 ივნისი 1899, იქვე), ავსტრიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და მევიოლინე. ი. შტრაუსის შვილი. 1844 დააარსა საკუთარი ორკესტრი, რომელთანაც ერთად შემოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და აშშ. შტრაუსის მუსიკა მაღალი ესთეტიკური ღირებულებისაა, პოპულარულია მთელ მსოფლიოში. შტრაუსიმა შექმნა ვენური ვალსის კლასიკური ტიპი,რისთვისაც თანამედროვეებმა „ვალსის მეფე“ უწოდეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია: „მშვენიერ ცისფერ დუნაიზე“, „ხელოვანის ცხოვრება“, „ვენის ტყის ზღაპრები“ და სხვ. მანვე შექმნა კლასიკური ვენური ოპერეტა: „ღამურა“ (1874), „მხიარული ომი“ (1881), „ვენეციის ღამე“, (1883), „ბოშათა ბარონი“ (1885). სულ: 16 ოპერეტა, 500-მდე საორკესტრო საცეკვაო მუსიკა, 477 ვალსი, პოლკა, მარში და სხვ.