ჩაკრულო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: „'''ჩაკრულო'''“ – ქართული ხალხური (კახური) [[სუფრული სიმღერები|ს...)
 
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:ქართულილ ხალხური სიმღერები]]
+
[[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერები]]
 
[[კატეგორია:კახური  სიმღერები]]
 
[[კატეგორია:კახური  სიმღერები]]
 
[[კატეგორია:სუფრული სიმღერები]]
 
[[კატეგორია:სუფრული სიმღერები]]

მიმდინარე ცვლილება 16:50, 13 ივნისი 2025 მდგომარეობით

ჩაკრულო“ – ქართული ხალხური (კახური) სუფრული სიმღერა. ბურდონული მრავალხმიანობის (სამხმიანობის) ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში. ფართოდ გაშლილი მელოდია ორ მთქმელს მიჰყავს ხან პარალელურად, ხან მორიგეობით. „ჩაკრულოს“ შესრულება ვირტუოზულ ვოკალურ ოსტატობას მოითხოვს, დინამიკის თანდათანობით განვითარებით სიმღერა საზეიმო ხასიათს იღებს. გამოირჩევა მოდულაციური მრავალფეროვნებით. „ჩაკრულოს“ პირველი ჩანაწერი გააკეთა ზ. ფალიაშვილმა სოფ. ვაჩნაძიანში (გურჯაანის რაიონი). აგებულებით„ჩაკრულო“ ემთხვევა სიმღერებს „ძველი სუფრული“ და „სუფრული და მისი დამატება“. ვარიანტების ტექსტები თემატიკურად განსხვავებულია. ვაჩნაძიანის „ჩაკრულოს“ ტექსტი პროზაულია, ვხვდებით ეპიკურ სუფრულ პოეტურ ტექსტებსაც.

აშშ-ში 1977 გაშვებულ ავტომატურ საპლანეტათაშორისო სადგურებზე „ვოიაჯერ-1-სა“ და „ვოიაჯერ-2-ზე“ მოთავსებულ ორ იდენტურ გრამფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები“, რომელიც განკუთვნილია დედამიწის გარე ცივილიზაციის წარმომადგენლებისათვის და მიზნად ისახავს წარმოდგენა მისცეს მათ დედამიწასა და კაცობრიობის შესახებ, სხვა ინფორმაციასთან ერთად (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, მისალმება 60 ენაზე და სხვ.) შეტანილია ჩაკრულოც.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები