ხარაძე ნადეჟდა
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:XaraZe nadeJda.PNG|thumb|140px|ხარაძე ნადეჟდა]] | ||
'''ნადეჟდა ხარაძე''' – 28 დეკემბერი 1912, [[თბილისი]], - 16 ივლისი 1999, იქვე), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული [[სოპრანო (მუსიკა)|სოპრანო]]) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1946). | '''ნადეჟდა ხარაძე''' – 28 დეკემბერი 1912, [[თბილისი]], - 16 ივლისი 1999, იქვე), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული [[სოპრანო (მუსიკა)|სოპრანო]]) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1946). | ||
1937 დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორია]] (ე. ვრონსკის კლასი). 1936-62 [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი]]ს [[სოლისტი]] იყო. შესანიშნავი სცენური გარეგნობის, ლამაზი ტემბრის ხმის და სამსახიობო ნიჭის წყალობით ნ. ხარაძემ შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი ვოკალურ-სცენური სახე კლასიკურ [[ოპერა|ოპერებში]], აგრეთვე [[ოპერეტა|ოპერეტებში]]. განსაკუთრებით აღსანიშნავია: მარო, მარიხი ([[ფალიაშვილი ზაქარია|ზ. ფალიაშვილი]]ს „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ქეთო ([[დოლიძე ვიქტორ|ვ. დოლიძის]] „ქეთო და კოტე“), თინათინი ([[მშველიძე შალვა|შ. მშველიძის]] „ამბავი ტარიელისა“), ცირა ([[ბალანჩივაძე მელიტონ|მ. ბალანჩივაძის]] „დარეჯან ცბიერი“), იოლანტა ([[ჩაიკოვსკი პეტრე|პ. ჩაიკოვსკი]]ს „იოლანტა“), ვიოლეტა ([[ვერდი ჯუზეპე|ჯ. ვერდის]] „ტრავიატა“), მიუზეტა ([[პუჩინი ჯაკომო|ჯ. პუჩინის]] „ბოჰემა“), მარგარიტა ([[მეიერბერი ჯაკომო|ჯ. მეიერბერი]]ს „ჰუგენოტები“), პერიკოლა ([[ოფენბახი ჟაკ|ჟ. ოფენბახის]] „პერიკოლა“). 1960-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (1976-იდან – პროფ.). გადაღებულია მხატვრულ ფილმში „აურზაური სალხინეთში.“ | 1937 დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორია]] (ე. ვრონსკის კლასი). 1936-62 [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი]]ს [[სოლისტი]] იყო. შესანიშნავი სცენური გარეგნობის, ლამაზი ტემბრის ხმის და სამსახიობო ნიჭის წყალობით ნ. ხარაძემ შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი ვოკალურ-სცენური სახე კლასიკურ [[ოპერა|ოპერებში]], აგრეთვე [[ოპერეტა|ოპერეტებში]]. განსაკუთრებით აღსანიშნავია: მარო, მარიხი ([[ფალიაშვილი ზაქარია|ზ. ფალიაშვილი]]ს „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ქეთო ([[დოლიძე ვიქტორ|ვ. დოლიძის]] „ქეთო და კოტე“), თინათინი ([[მშველიძე შალვა|შ. მშველიძის]] „ამბავი ტარიელისა“), ცირა ([[ბალანჩივაძე მელიტონ|მ. ბალანჩივაძის]] „დარეჯან ცბიერი“), იოლანტა ([[ჩაიკოვსკი პეტრე|პ. ჩაიკოვსკი]]ს „იოლანტა“), ვიოლეტა ([[ვერდი ჯუზეპე|ჯ. ვერდის]] „ტრავიატა“), მიუზეტა ([[პუჩინი ჯაკომო|ჯ. პუჩინის]] „ბოჰემა“), მარგარიტა ([[მეიერბერი ჯაკომო|ჯ. მეიერბერი]]ს „ჰუგენოტები“), პერიკოლა ([[ოფენბახი ჟაკ|ჟ. ოფენბახის]] „პერიკოლა“). 1960-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (1976-იდან – პროფ.). გადაღებულია მხატვრულ ფილმში „აურზაური სალხინეთში.“ | ||
+ | |||
+ | |||
მიმდინარე ცვლილება 16:14, 20 მაისი 2025 მდგომარეობით
ნადეჟდა ხარაძე – 28 დეკემბერი 1912, თბილისი, - 16 ივლისი 1999, იქვე), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1946).
1937 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ე. ვრონსკის კლასი). 1936-62 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. შესანიშნავი სცენური გარეგნობის, ლამაზი ტემბრის ხმის და სამსახიობო ნიჭის წყალობით ნ. ხარაძემ შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი ვოკალურ-სცენური სახე კლასიკურ ოპერებში, აგრეთვე ოპერეტებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია: მარო, მარიხი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ქეთო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), თინათინი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), ცირა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“), ვიოლეტა (ჯ. ვერდის „ტრავიატა“), მიუზეტა (ჯ. პუჩინის „ბოჰემა“), მარგარიტა (ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტები“), პერიკოლა (ჟ. ოფენბახის „პერიკოლა“). 1960-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (1976-იდან – პროფ.). გადაღებულია მხატვრულ ფილმში „აურზაური სალხინეთში.“