ჯავახიშვილი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯავახიშვილი თამარ“ გადაიტანა გვერდზე „თამარ ჯავახიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თამარ ჯავახიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ჯავახიშვილი თამარ“ გად...)

21:17, 20 მაისი 2025-ის ვერსია

თამარ ჯავახიშვილი — (ფსევდონიმი თამარ ივერი), (8 სექტემბერი 1971, თბილისი], ქართველი მომღერალი (ლირიკული სოპრანო), „ვერდის ხმებისა“ (ბუსეტო, 1998, II პრემია) და მოცარტის სახელობის (ზალცბურგი, „გრან პრი“, I პრემია) საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. ჰელპმანის პრესტიჟული პრემია (ავსტრალია); მემედ აბაშიძის სახელობის პრემია; „შტაატსოპერა“ ებერჰარდ ვეხტერის ჯილდო (ვენა).

1996 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (გ. ბეჟუაშვილის კლასი). 1995-2000 იყო ბათუმის საოპერო თეატრის სოლისტი. დებიუტი –მარიხის პარტია (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“). განსაკუთრებით მოწონება დაიმსახურა 1998 თამარ ჯავახიშვილის მიერ შესრულებულმა დეზდემონამ (ვერდის „ოტელო“); 2000 იყო ბონის (გერმანია), 2001-იდან გრაცის (ავსტრია) საოპერო თეატრების სოლისტი. 2001-იდან კონტრაქტით მუშაობს აგრეთვე ვენეციის თეატრ „ლა ფენიჩეში“. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ქეთო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ელისაბედი, დეზდემონა (ვერდის „დონ კარლოსი“, „ოტელო“) ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), მიმი (პუჩინის „ბოჰემა“), ნედა (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), დონა ანა (მოცარტის „დონ ჯოვანი“) და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები