სოფელ აძვისთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
ეკლესიის [[კამარა]]ს ოდნავ შეისრული ფორმა აქვს, დარბაზი კი განათებულია - სამხრეთის და დასავლეთის სწორკუთხა [[სარკმელი|სარკმლებით]]. სამხრეთი შესასვლელი [[არქიტრავი|არქიტრავულია]]. კარი - ნაოთხალია. [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერში]] მიწის დონე აწეულია. ეკლესიას [[სამხრეთი|სამხრეთიდან]] [[მინაშენი]] აქვს. მისგან შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეები, რომელთა სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. [[ფასადი|ფასადები]] სადაა. ეკლესიას [[საპირე ქვა]] მრავალ ადგილზე აქვს შემოცლილი. კედლები დაბზარულია, საბურავი აყრილია. | ეკლესიის [[კამარა]]ს ოდნავ შეისრული ფორმა აქვს, დარბაზი კი განათებულია - სამხრეთის და დასავლეთის სწორკუთხა [[სარკმელი|სარკმლებით]]. სამხრეთი შესასვლელი [[არქიტრავი|არქიტრავულია]]. კარი - ნაოთხალია. [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერში]] მიწის დონე აწეულია. ეკლესიას [[სამხრეთი|სამხრეთიდან]] [[მინაშენი]] აქვს. მისგან შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეები, რომელთა სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. [[ფასადი|ფასადები]] სადაა. ეკლესიას [[საპირე ქვა]] მრავალ ადგილზე აქვს შემოცლილი. კედლები დაბზარულია, საბურავი აყრილია. | ||
| − | |||
| − | |||
16:23, 25 ნოემბერი 2025-ის ვერსია
სოფელ აძვისთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები – ეკლესია მდებარეობს სოფლიდან აღმოსავლეთით 1 კმ-ზე ტყეში. ძეგლი ნაგებია რიყის ქვით და ფიქალით სქელ დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშაა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.
ეკლესიის კამარას ოდნავ შეისრული ფორმა აქვს, დარბაზი კი განათებულია - სამხრეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. კარი - ნაოთხალია. ინტერიერში მიწის დონე აწეულია. ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი აქვს. მისგან შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეები, რომელთა სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. ფასადები სადაა. ეკლესიას საპირე ქვა მრავალ ადგილზე აქვს შემოცლილი. კედლები დაბზარულია, საბურავი აყრილია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა