სოფელ დისევის ზურგიანი კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოფელ დისევის ზურგიანი კოშკი“ გადაიტანა გვერდზე „[[დისევის ზურგ...)

22:59, 8 დეკემბერი 2025-ის ვერსია

დასავლეთის ფასადის ფრაგმენტი

სოფელ დისევის ზურგიანი კოშკი - ადრე შუა საუკუნეები - სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3-4 კმ. მთაში მდებარე ზურგიანი კოშკი ნაგებია კარგად დამუშავებული ქვით, კირის ხსნარზე და შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი; კარი ნაოთხალია. მას დატანილი აქვს საურდულე. ჩრდილოეთის კედელში ორი სათოფურია. დასავლეთ კედლის პირველ, მესამე და მეოთხე სართულზე თითო სწორკუთხა სარკმელია. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები.






წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები