პლუტოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
 
პლუტოსი ბერძნულ მითოსში უშუალოდ დემეტრესა და [[პერსეფონე]]ს [[კულტი|კულტს]] უკავშირდება. პლუტოსი
 
პლუტოსი ბერძნულ მითოსში უშუალოდ დემეტრესა და [[პერსეფონე]]ს [[კულტი|კულტს]] უკავშირდება. პლუტოსი
მფარველობდა ყველას, ვისაც დემეტრე და პერსეფონე სწყალობდა. ამ ორი ქალღმერთის [[ელევსინიები|ელევსინურ]] [[მისტერიები|მისტერიაში]] გაერთიანებამ შესაძლებელი გახადა პლუტოსისა და [[პლუტონი]]ს (ჰადესის) თანაგვარობა, რამეთუ
+
მფარველობდა ყველას, ვისაც დემეტრე და პერსეფონე სწყალობდა. ამ ორი ქალღმერთის [[ელევსინური მისტერიები|ელევსინურ მისტერიაში]] გაერთიანებამ შესაძლებელი გახადა პლუტოსისა და [[პლუტონი]]ს (ჰადესის) თანაგვარობა, რამეთუ
 
ქვესკნელის ღვთაება მიწისქვეშეთის უსამანო სიმდიდრეთა განმგებელიც იყო.
 
ქვესკნელის ღვთაება მიწისქვეშეთის უსამანო სიმდიდრეთა განმგებელიც იყო.
  

მიმდინარე ცვლილება 02:27, 31 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

პლუტოსი(ბერძნ.) სიმდიდრისა და სიუხვის ღმერთი, მიწის ნაყოფიერების განსახიერება. დემეტრესა და იასიონის ძე, რომელიც კრეტაზე იშვა.

პლუტოსი ბერძნულ მითოსში უშუალოდ დემეტრესა და პერსეფონეს კულტს უკავშირდება. პლუტოსი მფარველობდა ყველას, ვისაც დემეტრე და პერსეფონე სწყალობდა. ამ ორი ქალღმერთის ელევსინურ მისტერიაში გაერთიანებამ შესაძლებელი გახადა პლუტოსისა და პლუტონის (ჰადესის) თანაგვარობა, რამეთუ ქვესკნელის ღვთაება მიწისქვეშეთის უსამანო სიმდიდრეთა განმგებელიც იყო.

პლუტოსს ეძღვნება არისტოფანეს კომედია ამავე სახელწოდებით, სადაც ღმერთი ბრმა მოხუცია, რომელმაც არ იცის, როგორ გაანაწილოს სიმდიდრე. იგი, ასკლეპიოსის ტაძარში განკურნებული, მდიდრებს ართმევს ამ სიმდიდრეს და ღარიბებს ურიგებს. ეს საქციელი წარმოუდგენელ კომიკურ ეფექტს ქმნიდა იმ საზოგადოებაში, სადაც არავის სურდა შრომა და სადაც მათხოვრად ქცეული ღმერთები ემსახურებოდნენ გამდიდრებულ ღარიბებს.

ანტიკურ ხელოვნებაში არსებობს პლუტოსის ორგვარი გამოსახულება: შედარებით გავრცელებულია ჩვილი პლუტოსი სიუხვის რქით. ამ სახით იგი ან ღმერთების დასშია, ან ეირენესა თუ ტიქეს ხელში. ფერწერულ ლარნაკებზე კი იგი მოხუც კაცად გამოიყურება.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები