ზღვის ქარიყლაპიების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზღვის ქარიყლაპიების ოჯახი“ გადაიტანა გვერდზე „[[ბარაკუდასებრნი...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარაკუდასებრნი“ გადაიტანა გვერდზე „[[ზღვის ქარიყლაპიების ოჯახი...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:14, 9 თებერვალი 2026 მდგომარეობით

ზღვის ქარიყლაპიების ოჯახი Belonidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: იალქნოსნისნაირნი
ოჯახი: ბარაკუდასებრნი


ზღვის თევზების ოჯახი იალქნოსნისნაირთა რიგისა. სხეული წაგრძელებულ-თითისტარისებურია, თითქმის მრგვალია და დაფარულია წვრილი ქერცლებით. ზურგის ერთი ფარფლი აქვს, რომელიც უკან, შორსაა გადაადგილებული და მოთავსებულია ანალური ფარფლის ზევით და პირდაპირ. გვერდითი ხაზი მუცლის გვერდებზე ქვემოთ მიუყვება. ზედა და ქვედა ყბები გრძელი და სწორი ნისკარტივითაა წაგრძელებული და აღჭურვილია მრავალრიცხოვანი კბილებით. ძვლები მწვანე ფერისაა.

ამ ოჯახში გაერთიანებულია ათამდე გვარი, ყოფილ საბჭოთა კავშირი ფარგლებში მხოლოდ ორი გვარიია ორი სახეობით. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში გვხვდება ერთი გვარი (Belone) ერთი სახეობით.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები