სმარიდების ოჯახი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია: თევზები]] | [[კატეგორია: თევზები]] | ||
[[კატეგორია: იხტიოლოგია]] | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: სმარიდისებრნი]] |
22:27, 19 თებერვალი 2026-ის ვერსია
სმარიდების ოჯახი – meanidea
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კარჩხანასნაირნი
ოჯახი: სმარიდისებრნი
გვარი: სმარიდები
სხეული მოგრძო, გვერდებიდან შებრტყელებულია და კტენოიდური ქერცლითაა დაფარული. ზურგის ერთი გრძელი ფარფლი აქვს, რომლის წინა განყოფილება ქიცვიანი სხივებისაგან, ხოლო უკანა განყოფილება რბილი სხივებისაგან შედგება. ანალური ფარფლი ზურგის ფარფლის რბილ ნაწილზე ოდნავ მოკლეა და მასში – სამი ქიცვიანი სხივია. მუცლის ფარფლები განლაგებულია მკერდზე მკერდის ფარფლების ქვეშ ან ოდნავ მათ უკან. ზედა ყბა ძლიერ გამოწევადია. სხეულზე გასწვრივი ზოლები აქვს.
სმარიდები თბილ ზღეებში გვხვდებიან. ისინი გავრცელებულია ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვაში და ინდოეთის ოკეანეში. შავ ზღვაში ერთი გვარითა და ერთი სახეობითაა წარმოდგენილი.