აგლაძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ილია აგლაძე“ გადაიტანა გვერდზე „აგლაძე ილია“)
ხაზი 1: ხაზი 1:

[[ფაილი:Ilia aglaZe.png|200პქ|მარჯვნივ]]

'''აგლაძე ილია სიმონის ძე''' (1872, 20/VI – 1948, 15/VII) – მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. გორაში. მამა მღვდელი იყო, დედა – ს. ლაილაშელი, დიასახლისი. ორივე შინაური აღზრდა-განათლებით. წერა-კითხვა მამამ დააწყებინა. სწავლობდა საქალაქო, თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სასულიერო სემინარიაში, რომლის უკანასკნელი კლასიდან, 1893 წელს მოწაფეთა ამბოხების თანამეთაურობისათვის, გამორიცხეს და [[თბილისი]]დან „მგლის ბილეთით“ გააძევეს (სასწავლებელსა და სახელმწიფო სამსახურში შესვლა ეკრძალებოდა).

'''აგლაძე ილია სიმონის ძე''' (1872, 20/VI – 1948, 15/VII) – მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. გორაში. მამა მღვდელი იყო, დედა – ს. ლაილაშელი, დიასახლისი. ორივე შინაური აღზრდა-განათლებით. წერა-კითხვა მამამ დააწყებინა. სწავლობდა საქალაქო, თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სასულიერო სემინარიაში, რომლის უკანასკნელი კლასიდან, 1893 წელს მოწაფეთა ამბოხების თანამეთაურობისათვის, გამორიცხეს და [[თბილისი]]დან „მგლის ბილეთით“ გააძევეს (სასწავლებელსა და სახელმწიფო სამსახურში შესვლა ეკრძალებოდა).

ხაზი 27: ხაზი 28:

2. ილია აგლაძის დაკრძალვა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 29.

2. ილია აგლაძის დაკრძალვა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 29.

'''წყარო:'''

'''გამოყენებული ლიტერატურა:'''

1. Новая речь. – 1910. – № 264 [Тифл. жизнь].

1. Новая речь. – 1910. – № 264 [Тифл. жизнь].

2. ლასხიშვილი, გიორგი. მემუარები (1885–1915). – ტფ., 1934. – გვ. 297;

2. ლასხიშვილი, გიორგი. მემუარები (1885–1915). – ტფ., 1934. – გვ. 297;

13:09, 23 აპრილი 2026-ის ვერსია

Ilia aglaZe.png

აგლაძე ილია სიმონის ძე (1872, 20/VI – 1948, 15/VII) – მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. გორაში. მამა მღვდელი იყო, დედა – ს. ლაილაშელი, დიასახლისი. ორივე შინაური აღზრდა-განათლებით. წერა-კითხვა მამამ დააწყებინა. სწავლობდა საქალაქო, თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სასულიერო სემინარიაში, რომლის უკანასკნელი კლასიდან, 1893 წელს მოწაფეთა ამბოხების თანამეთაურობისათვის, გამორიცხეს და თბილისიდან „მგლის ბილეთით“ გააძევეს (სასწავლებელსა და სახელმწიფო სამსახურში შესვლა ეკრძალებოდა).

1894 წლის ოქტომბერში, „ივერიაში“ (№ 238 [თავფურცელზე 239] და № 239), ილოს ფსევდონიმით დაბეჭდა პირველი ორიგინალური მოთხრობა „კირილ პეტროვიჩი“ და ამ დროიდან, „ივერიის“ რედაქციის მუდმივ თანამშრომლად დაიწყო მუშაობა: ყოველ შაბათს ბეჭდავდა ფელეტონებს „უცხოთა შორის“ – უცხოეთის სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ, სამეცნიერო და საყოფაცხოვრებო მიმოხილვას. 1901 წელს, როდესაც გაზეთი „ცნობის ფურცელი“ „წიგნების გამომცემელი ამხანაგობის“ (ალ. ჯაბადარის) ხელში გაფართოებული პროგრამით გადავიდა, ილია აგლაძე ამ გაზეთის მდივნად მიიწვიეს. ამავე მოვალეობას ასრულებდა „ცნობის ფურცელის“ მომდევნო გაზეთებში. აქ მოათავსა მრავალი წერილი, ფელეტონი, რეცენზია, თარგმანი; მათ შორის, „იაპონია და იაპონელები“ (ოცამდე ფელეტონი, მდიდარი მასალით დამუშავებული). ამავე დროს ხელმძღვანელობდა „ცნობის ფურცლის“ კვირეულ სურათებიან დამატებას, სადაც იბეჭდებოდა მხატვრული პროზა და პოეზია. მონაწილეობდა ჟურნალ „ნაკადულის“ სარედაქციო კოლეგიაში. 1908 წელს, დეკემბრის 17-დან მისი პ/მ რედაქტორობით გამოდიოდა სოციალ-ფედერალისტების გაზეთი „დროება“ („ცნობის ფურცელის“ გაგრძელება), რომელიც მეფის მთავრობამ „მავნე მიმართულებისათვის“ 1910 წლის მაისის 7-ს დახურა. უკანასკნელი, 98-ე ნომერი 6 მაისს გამოვიდა, ილია აგლაძე პასუხისგებაში მისცეს (128 და 129 მუხლების ძალით წლინახევრით ციხე მიესაჯა). იჯდა მეტეხში 1910 წლიდან; ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ, სამშობლოდან გააძევეს. ციხეში გადმოაკეთა ლუნკევიჩის თხზულებანი. გადასახლებაში იყო 1919 წლის დამლევამდე.

საბჭოთა წყობილების დამყარებიდან მარქსისტული ლიტერატურის და ვ. ლენინის თხზულებათა თარგმნაში მხურვალედ მონაწილეობდა. თარგმნიდა რუს და სხვა მოძმე ერთა მწერლებს. მუშაობდა თბილისის საბჭოს ყოველთვიურ რუსულ-ქართულ ჟურნალ „ჩვენი აღმშენებლობის“ რედაქციის გამგედ და ტექნიკურ ხელმძღვანელად; „კომუნისტისა“ და „მნათობის“ რედაქციებში; შემდეგ – სახელგამში; ასევე – „ლიტერატურულ საქართველოსა“ და „ლიტერატურა და ხელოვნებას“ სტილისტ-რედაქტორად.

ილია აგლაძის თარგმანები ჟურნალ-გაზეთებში ხელმოუწერავად და ფსევდონიმებით (ილო, ი. ა-ძე, ი-ძე, ზოსიმე და სხვ.) არის გაბნეული. მაგ.: „შურისძიება“, მოთხრობა კარმენ-სილვასი („მოამბე“, 1898, № 2); ი. ნ. პოტაპენკოს „მეგობრები“ („მოამბე“, 1898, № 5); ევ. ტიხელის „სიყვარული“ („მოამბე“, 1898, № 9); თარგმნა შემდეგი ნაწარმოებები: ა. პუშკინის მოთხრობები და „გამგზავრება ერზერუმს“, ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, მაქსიმ გორკის „ჩემი უნივერსიტეტები“, კნუტ ჰამსუნის „ვიქტორია“, ჰანს ჰაბეს „ათასნი დაეცემიან“ და სხვ.; ასევე – პიესები: პ. ერვიეს „გაუმარჯოს რევოლუციას“; ზედერმანის „ყვავილთა შორის“ და სხვ.

1895-1900 წლებში მოღვაწეობდა ქართულ თეატრში (ორჯერ დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო), თბილისის სახალხო თეატრში და სხვ.; ხელოვანთა კავშირში საბჭოს წევრი იყო. ბაქოში გადასახლების დროს (1913-1918) დაუცხრომლად მუშაობდა ბაქოს ქართულ ახალმოშენეთა საკულტურო-საგანმანათლებლო საქმეებში (ქშწკგ საზ-ბა), ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს; ქართულ გაზეთებში წერილებს აქვეყნებდა; თურქთა ჯარების მიერ ბაქოს აღების დროს ქართველებს დიდი სამსახური გაუწია.

გარდაიცვალა 1948 წლის ივლისის 15-ს, ბორჯომში. დაკრძალულია თბილისის დიდუბის პანთეონში. მისი შვილია რ. ი. აგლაძე.

ცალკე გამოცემულია: 1. უცხოეთის მწერლები: „სახალხო გაზეთი“-ს პრემია. – ტფილისი, 1913. – 395 გვ.; 2. კუნოვი, ჰენრიხ. წარმოშობა რელიგიისა და ღვთისადმი რწმენისა / რუსულიდან თარგმანი ი. აგლაძესი. – ტფ., 1923. – 181 [3] გვ.; 3. მალინინი, კ. ნ. ქვეყნიერების ისტორია / თარგმანი ილია აგლაძის. – ტფ., 1924. – 104, [1] გვ.; 4. ტოლსტოი, ლ. ნ. ომი და მშვიდობა / მთარგმნ.: ილია აგლაძე. – ტ. I. – თბ.: ფედერაცია, 1940. – XXVII, 396 გვ.; ტ. II – თბ.: სახელგამი, 1947. – 519 გვ.; ტ. I. – თბ.: სახელგამი, 1948. – 455 გვ.; 5. გელო-ლანა, ბ. რა გვიამბო ჩაიდანმა / თარგმნილი რუსულიდან ი. აგლაძის მიერ. – თბ.: მხატვრ. აღზრდისა და ტექნ. პროპაგანდის სახლის გამოც., 1947. – 64 გვ.

გამოქვეყნებულია:
1. ტოლსტოი, ლ. იერიში: [ნაწყვეტი რომანიდან „ომი და მშვიდობა“] // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 16 ნოემბერი. – №32;
2. ფრანკო, ი. ნამწყემსარი: [ლექსი] // ლიტერატურული საქართველო. – თბილისი, 1941. – 30 მაისი. – №22;
3. ივანე ბუქურაული. 1869-1943 წ.: [დამსახურებელი პედაგოგის და მწერალ-ეთნოგრაფის გარდაცვალების შესახებ] // ლიტერატურული საქართველო. – თბილისი, 1943. – 4 მაისი. – №11.

მის შესახებ:
1. ილია აგლაძის ხსოვნას // კომუნისტი. – 1948. – № 141; ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 28; ზარია ვოსტოკა. – 1948. – № 143;
2. ილია აგლაძის დაკრძალვა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 29.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Новая речь. – 1910. – № 264 [Тифл. жизнь].
2. ლასხიშვილი, გიორგი. მემუარები (1885–1915). – ტფ., 1934. – გვ. 297;
3. ლიტერატურის მატიანე. – წიგნი 1-2. – თბ., 1940. – 566 გვ.;
4. ილია აგლაძის ხსოვნას // კომუნისტი. – 1941. – № 141;
5. ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია. – ტ. I: 1629-1920. – თბ., 1941. – გვ. 491;
6. ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 3, 6;
7. გვარაძე, ნიკო. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ.: 173, 181, 186, 205.

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები