ავალიშვილი არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ავალიშვილი არჩილ''' (1878 - 1954<sup>1</sup>) – მთარგმნელი, პედაგოგი, ხელოვნ...)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
<sup>1.</sup> [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010100/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 
<sup>1.</sup> [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010100/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

11:32, 19 მაისი 2026-ის ვერსია

ავალიშვილი არჩილ (1878 - 19541) – მთარგმნელი, პედაგოგი, ხელოვნების მუშაკი. დაიბადა თბილისში. თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის მე-3 გიმნაზიაში. ხალხოსნური იდეებით გატაცებულმა, სახალხო მასწავლებლობა დაიწყო ჯერ სოფელ კარდანახში, შემდეგ ვლადიკავკაზში – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართულ სკოლაში. პარალელურად მართავდა წარმოდგენებს. 1895 წელს გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიის სცენაზე. 1903-1907 წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტიოს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ მსახურობდა ჯერ მასწავლებლად, შემდეგ კი სხვადასხვა დაწესებულებებში. იყო ქუთაისის დრამატული საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, 1909-1911 წლებში აირჩიეს ამავე საზოგადოების გამგეობის წევრად.

მონაწილეობდა ქართულ პრესაშიც: აქვეყნებდა რეცენზიებს. მისი ხელმონაწერია: არავინ, სკამი №24. თარგმნა პიესები: სოფოკლესოიდიპოს მეფე“, მეტერლინკის „და ბეატრისა“, ა. ოსტროვსკის „ვასილისა მელენტიევა“. ზოგი ნაწარმოები თარგმნა ფსევდონიმით ა-ლი.


გამოყენებული ლიტერატურა
თეატრი და ცხოვრება. – 1914. – № 17; 1925. – № 8.

იხილე აგრეთვე

1. ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები