ჰაერში მორიგეობა
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | [[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:43, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით
ჰაერში მორიგეობა - საბრძოლო მოქმედების ყველაზე პასუხსაგებ პერიოდში საავიაციო ქვედანაყოფების საფრენი აპარატების ეკიპაჟების ჰაერში გათვალისწინებულ რაიონში (სამორიგეო ზონაში) განლაგება. ისინი უნდა იყვნენ საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო მიზნების განადგურების შესახებ კონკრეტული საბრძოლო ამოცანის შესრულების ბრძანების მიღების მოლოდინში.
საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად საფრენი აპარატების, ეკიპაჟების და საავიაციო ქვედანაყოფების მზადყოფნის უმაღლესი დონის უზრუნველყოფის ხერხი. გამანადგურებელ ავიაციაში გამოიყენება საჰაერო მოწინააღმდეგის გასანადგურებლად გათვალისწინებულ ზღუდეებზე, საჰაერო ბრძოლაში ძალების სწრაფი ზრდის მისაღწევად. ბომბდამშენ, გამანადგურებელ-ბომბდამშენ, მოიერიშე ავიაციაში – ახალგამოვლენილ სახმელეთო ან საზღვაო მიზნებზე დარტყმების მისაყენებლად.