ციდკია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:იუდეველთა მეფეები]]
 
[[კატეგორია:იუდეველთა მეფეები]]
[[კატეგორია:ებრაელთ ისტორია]]
 
 
[[კატეგორია:მეფეები ბიბლიაში]]
 
[[კატეგორია:მეფეები ბიბლიაში]]

მიმდინარე ცვლილება 17:38, 5 ივლისი 2018 მდგომარეობით

სედეკია იუდეის მეფე

სედეკია - (ციდკია, დაახლ. ძვ.წ. 597-587) – იუდეის უკანასკნელი მეფე. სედეკია მეფედ ბაბილონელმა დამპყრობელმა, ნაბუქოდონოსორმა დანიშნა, რომელმაც დიდი არმიით ილაშქრა იუდეაში. ძვ.წ. 591 წელს სირიაში ილაშქრა ეგვიპტის ფარაონმა პსამეტიხ II-მ. ამ ლაშქრობის შემდეგ იუდეაში გაძლიერდა ბაბილონის საწინააღმდეგო მოძრაობა. ბაბილონის მოწინააღმდეგეებმა მეფე სედეკიაც გადაიბირეს. ამ შეთქმულებას ხელს უწყობდნენ ტაძრის მსახურები და წინასწარმეტყველები, რომლებიც ბაბილონის დაცემას წინასწარმეტყველებდნენ სამღვდელოების ასეთი რისხვა ბაბილონის მიმართ ნაბუქოდონოსორის საქციელმა გამოიწვია, რომელმაც უფლის ტაძრის საგანძური წაიღო. იუდეა მართლაც აჯანყდა. აჯანყების მთელი იმედი ეგვიპტეს ემყარებოდა. ნაბუქოდონოსორმა დიდი ჯარი შეკრიბა და იუდეისკენ დაიძრა. ძვ.წ. 588 წელს ბაბილონელებმა დაიპყრეს იუდეის ციხე-სიმაგრეები და ქალაქები, ხოლო ბოლოს ალყა შემოარტყეს იერუსალიმს. ძვ.წ, 586 წელს, ორწლიანი ალყის შემდეგ იერუსალიმი დაეცა სედეკიამ გაქცევა სცადა, მაგრამ ის ბაბილონელებმა შეიპყრეს. სედეკიას შვილები მისავე თვალწინ ამოხოცეს, თვითონ მეფეს კი თვალები დათხარეს, რკინის ბორკილები დაადეს და ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს. სედეკია იუდეის უკანასკნელი მეფე გამოდგა. ნაბუქოდონოსორს შემდეგი მეფე აღარ დაუნიშნავს, ნაცვლად გედალია დატოვა და იუდეა ბაბილონის პროვინციად გამოაცხადა.



[რედაქტირება] წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები