თანატოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თანატოსი''' – ''(ბერძნ.)'' სიკვდილის განსახიერება. თანატოსი ძილ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''თანატოსი''' – ''(ბერძნ.)'' სიკვდილის განსახიერება.
 
'''თანატოსი''' – ''(ბერძნ.)'' სიკვდილის განსახიერება.
  
თანატოსი ძილის ღვთაების, [[ჰიპნოსი]]ს ტყუპისცალი იყო. იგი [[ნიქსი|ნიქსმა]] (ღამემ) შვა. მოკვდავთათვის და უკვდავთათვის ერთნაირად საძულველი ეს პირქუში ღვთაება ერთადერთი იყო, ძღვენს რომ არ იღებდა. მისი კულტი დადასტურებულია სპარტაში.
+
თანატოსი ძილის ღვთაების, [[ჰიპნოსი]]ს ტყუპისცალი იყო. იგი [[ნიქსი|ნიქსმა]] (ღამემ) შვა. მოკვდავთათვის და უკვდავთათვის ერთნაირად საძულველი ეს პირქუში ღვთაება ერთადერთი იყო, ძღვენს რომ არ იღებდა. მისი [[კულტი]] დადასტურებულია სპარტაში.
  
 
მითებში თანატოსი კომიკურ პერსონაჟად არის წარმოდგენილი: მას ასულელებს საზრიანი გმირი [[სისიფოსი]]. [[ჰერაკლე]]
 
მითებში თანატოსი კომიკურ პერსონაჟად არის წარმოდგენილი: მას ასულელებს საზრიანი გმირი [[სისიფოსი]]. [[ჰერაკლე]]

05:10, 20 ნოემბერი 2016-ის ვერსია

თანატოსი(ბერძნ.) სიკვდილის განსახიერება.

თანატოსი ძილის ღვთაების, ჰიპნოსის ტყუპისცალი იყო. იგი ნიქსმა (ღამემ) შვა. მოკვდავთათვის და უკვდავთათვის ერთნაირად საძულველი ეს პირქუში ღვთაება ერთადერთი იყო, ძღვენს რომ არ იღებდა. მისი კულტი დადასტურებულია სპარტაში.

მითებში თანატოსი კომიკურ პერსონაჟად არის წარმოდგენილი: მას ასულელებს საზრიანი გმირი სისიფოსი. ჰერაკლე ორთაბრძოლაში ამარცხებს და თავისუფლების წილ ალკესტისის სიცოცხლეს სთხოვს.

ტრაგიკოსებს თანატოსი მუქი მოსასხამით, ფრთებითა და ხელში მახვილით გამოჰყავდათ სცენაზე. ასევე წარმოსახავდნენ თანატოსს ხელოვნებაში. ხანდახან მახვილის ნაცვლად მას ხელში მიმქრალი ჩირაღდანი ეჭირა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები