ფონსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფონსი''' – ''(რომ.)'' წყაროთა და შადრევანთა რომაული ღვთაება. [[ი...) |
01:23, 6 დეკემბერი 2016-ის ვერსია
ფონსი – (რომ.) წყაროთა და შადრევანთა რომაული ღვთაება. იანუსისა და წყაროთა ნიმფა იუტურნას ძე. რომში არსებობდა ფონსის ტაძარი და სამსხვერპლო იანიკულუმის ბორცვის ძირას. ამ ღვთაების პატივსადებ ზეიმს ფონტინალიები (ფონტანალიები) ეწოდებოდა და მას 13 ოქტომბერს აღნიშნავდნენ. ამ დროს ჭებსა და წყაროებს რთავდნენ ყვავილწნულებით.