ახყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ახყა''' - აფხ. ტყვია და სისხლი. სისხლ-...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:48, 24 ნოემბერი 2020 მდგომარეობით

ახყა - აფხ. ტყვია და სისხლი. სისხლ-მესისხლეობის დროს შურისმაძიებელი შავი ყაბალახით იფარავდა თავს და სახეს გლოვის ნიშნად და სახლიდან შურისძიების აღსრულებამდე მიდიოდა. თუ შემთხვევით თავის მტერს ხალხმრავალ ადგილზე შეხვდებოდა, მას ადგილს უთმობდა და იქიდან მიდიოდა. მაგრამ როდესაც ცალკე მოიხელთებდა თავის მესისხლეს, ამ შემთხვევაში პირველი გასროლის უფლება დაზარალებულს ეკუთვნოდა. დაზარალებული ჩუმად დასდევდა მესისხლეს, მაგრამ კუთხიდან ჩუმად ნასროლი ტყვია ვაჟკაცობაში არ ჩაეთვლებოდა.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები