ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია
(ახალი გვერდი: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია (ANOC) - საერთაშორის...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია“ გადაიტანა გვერდზე „[...) |
13:06, 27 ნოემბერი 2020-ის ვერსია
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია (ANOC) - საერთაშორისო ორგანიზაცია აერთიანებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ აღიარებულ 206 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. გამოხატავს მათ პოზიციას ოლიმპიურ მოძრაობასა და ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ საკითხებზე; უწევს დახმარებას (მათ შორის ფინანსურს) ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით იმ ქვეყნებს, სადაც სპორტი შედარებით სუსტად არის განვითარებული; აწესებს სტიპენდიებს სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის, ატარებს სასწავლო კურსებს სპორტის ადმინისტრატორებისთვის.
ANOC დაარსდა 1979 წლის ივნისში სან ხუანში, დამფუძნებელ გენერალურ ასამბლეაზე. გარდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისა, ANOC აერთიანებს ხუთ კონტინენტურ ორგანიზაციას: ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს, აფრიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციას, აზიის ოლიმპიურ საბჭოს, სპორტის პანამერიკულ ორგანიზაციას და ოკეანიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს.