ამამლო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ამამლო''' - სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში,...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | * [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] |
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | ||
[[კატეგორია: სოფლები ქვემო ქართლში]] | [[კატეგორია: სოფლები ქვემო ქართლში]] | ||
23:07, 11 აპრილი 2021-ის ვერსია
ამამლო - სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ამამლოწყლის მარცხენა ნაპირზე, დმანისიდან 9 კილომეტრის დაშორებით. ამამლოს სამხრეთით 1 კმ-ზე დგას XII საუკუნის ერთნავიანი, დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე წვრილი მთავრულით ამოკვეთილ საამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია მეფე თამარი, ერისთავი კახა, მისი დედა კრავალ და ეკლესიის მაშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი (წარწერიანი ქვა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). ეკლესიასთან არსებულ სასაფლაოზე შემონახული იყო VIII-IX სს. დიდი ქვაჯვარი, რომლის კვარცხლბეკზე ამოკვეთილია XIII ს. წარწერა. ამჟამად ქვაჯვარი დაკარგულია და შემორჩენილია მხოლოდ მისი ფოტოსურათი.
ლიტერატურა
მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941.