ბოლნისი (ქალაქი ბოლნისის მუნიციპალიტეტში)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | [[საქართველოს | + | * [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] |
| + | |||
[[კატეგორია:ქალაქები საქართველოში]] | [[კატეგორია:ქალაქები საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:ქალაქები ქვემო ქართლში]] | [[კატეგორია:ქალაქები ქვემო ქართლში]] | ||
00:30, 12 აპრილი 2021-ის ვერსია
ბოლნისი − ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მუნიციპალიტეტის ცენტრი (ბოლნისის ეპარქია). მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდ. მაშავრის შუა დინებაში. XIX ს. აქ გერმანული კოლონიის შექმნის შემდეგ იწოდებოდა ეკატერინენფელდად, 1924 წლიდან – ლუქსემბურგად, ხოლო 1943 წ. დაუბრუნდა ძველი სახელწოდება და კვლავ ეწოდა ბოლნისი.
ბოლნისი და მისი მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს ისტორიულ ქვემო ქართლის ძველად არსებულ ორ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს: ბოლნისის ხევს (ფოლადაურის აუზი) და ქვეშისხევს (მაშავრის ქვემო დინება). ბოლნისის ხევის ცენტრი იყო ახლანდ. სოფელი ბოლნისი. საქართველოს ეკლესიის ეპარქია აქ დაარსდა V ს. ვახტანგ გორგასლის დროს. ბოლნისსა და მისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქართული ქრისტიანული ხელოვნების ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია განლაგებული (ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისის სამნავიანი ეკლესია, აკაურთის, კიანეთის, ტანძიის, ნუღრუღაშენისა და სხვ. ტაძრები).