ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციის (ASOIF) წევრები)
 
ხაზი 36: ხაზი 36:
 
* სერფინგის საერთაშორისო ასოციაცია  (ISA)
 
* სერფინგის საერთაშორისო ასოციაცია  (ISA)
 
* ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია  (ITF)
 
* ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია  (ITF)
* ტრიათლონის საერთაშორისო კავშირი  (ITU)
+
* [[ტრიათლონის საერთაშორისო ფედერაცია|ტრიათლონის საერთაშორისო კავშირი]] (ITU)
 
* ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIVB)
 
* ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIVB)
 
* ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF)
 
* ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF)

მიმდინარე ცვლილება 17:35, 13 მაისი 2021 მდგომარეობით

Zafxilis olimpiuri tamashebis saert asociacia.PNG

ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია (ASOIF) - ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საშეჯიბრო სახეობების საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა არაკომერციული გაერთიანებაა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში.

ASOIF-ი დაფუძნდა 1983 წლის 30 მაისს და თავდაპირველად გააერთიანა სპორტის იმ 21 სახეობის საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც იმ დროს 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა. 2019 წლისთვის ASOIF-ის წევრთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ამასთან, ASOIF-ის წესდება ითვალისწინებს ასოცირებული წევრის სტატუსით სპორტის იმ საერთაშორისო ფედერაციის მიღებას, რომელიც დროებით წარმოდგენილი იქნება რომელიმე ოლიმპიური თამაშების პროგრამში. ASOIF-ის მისიაა წარმოადგენდეს ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციებს, დაიცვას მათი ინტერესები, კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ხელი შეუწყოს მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას. ამასთან, ASOIF-ი იცავს წევრი ფედერაციების დამოუკიდებლობასა და ავტონომიას. ასოციაციას მართავს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება რვა დამოუკიდებელი წევრისგან. ისინი თავის მხრივ, ძირითადად, არიან ზაფხულის ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციების პრეზიდენტები.

[რედაქტირება] ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციის (ASOIF) წევრები

[რედაქტირება] წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები