ბოლნისი (ქალაქი ბოლნისის მუნიციპალიტეტში)
(→წყარო) |
|||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
+ | {| | ||
+ | |- | ||
+ | | [[ფაილი:Logo1.JPG|მარჯვენა|10px|]] [[ბოლნისი|ბოლნისი მრავალმნიშვნელოვანი]] | ||
+ | |} | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | * [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] |
17:06, 26 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
ბოლნისი − ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მუნიციპალიტეტის ცენტრი (ბოლნისის ეპარქია). მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდ. მაშავრის შუა დინებაში. XIX ს. აქ გერმანული კოლონიის შექმნის შემდეგ იწოდებოდა ეკატერინენფელდად, 1924 წლიდან – ლუქსემბურგად, ხოლო 1943 წ. დაუბრუნდა ძველი სახელწოდება და კვლავ ეწოდა ბოლნისი.
ბოლნისი და მისი მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს ისტორიულ ქვემო ქართლის ძველად არსებულ ორ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს: ბოლნისის ხევს (ფოლადაურის აუზი) და ქვეშისხევს (მაშავრის ქვემო დინება). ბოლნისის ხევის ცენტრი იყო ახლანდ. სოფელი ბოლნისი. საქართველოს ეკლესიის ეპარქია აქ დაარსდა V ს. ვახტანგ გორგასლის დროს. ბოლნისსა და მისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქართული ქრისტიანული ხელოვნების ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია განლაგებული (ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისის სამნავიანი ეკლესია, აკაურთის, კიანეთის, ტანძიის, ნუღრუღაშენისა და სხვ. ტაძრები).
|