მელოდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მელოდია''' – რიტმის და კილოს მეშვეობით ორგანიზებული სხვადა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მელოდია''' – | + | '''მელოდია''' – [[რიტმი (მუსიკა)|რიტმი]]ს და კილოს მეშვეობით ორგანიზებული სხვადასხვა სიმაღლის [[ბგერა|ბგერების]] მხატვრულად გააზრებული რიგი, მელოდია ყოველგვარი მუსიკალური ნაწარმოების საფუძველია. [[მუსიკა]]ს იდეურ-ემოციური შინაარსი პირველ რიგში სწორედ მელოდიით გამოიხატება. |
| − | ერთხმიან მუსიკაში მელოდია განასახიერებს დასრულებულ მუსიკალურ სახეს. მრავალხმიანი მუსიკა ან შეიცავს რამდენიმე ერთდროულად | + | ერთხმიან მუსიკაში მელოდია განასახიერებს დასრულებულ მუსიკალურ სახეს. მრავალხმიანი მუსიკა ან შეიცავს რამდენიმე ერთდროულად მჟღერ დამოუკიდებელ მელოდიურ ხმას (პოლიფონია), ან შედგება მელოდიისაგან ჰარმონიული თანხლებით ([[ჰომოფონია]]). მელოდია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ნაწარმოების [[ჰარმონია (მუსიკაში)|ჰარმონია]]ს, ფაქტურას, [[ხმათა მოძრაობა]]ს, ინსტრუმენტობას. მელოდიის ტიპი ნათლად ახასიათებს მუსიკალური ნაწარმოების სტილს, ჟანრს, მის ეროვნულ კოლორიტს. |
მიმდინარე ცვლილება 15:57, 16 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
მელოდია – რიტმის და კილოს მეშვეობით ორგანიზებული სხვადასხვა სიმაღლის ბგერების მხატვრულად გააზრებული რიგი, მელოდია ყოველგვარი მუსიკალური ნაწარმოების საფუძველია. მუსიკას იდეურ-ემოციური შინაარსი პირველ რიგში სწორედ მელოდიით გამოიხატება.
ერთხმიან მუსიკაში მელოდია განასახიერებს დასრულებულ მუსიკალურ სახეს. მრავალხმიანი მუსიკა ან შეიცავს რამდენიმე ერთდროულად მჟღერ დამოუკიდებელ მელოდიურ ხმას (პოლიფონია), ან შედგება მელოდიისაგან ჰარმონიული თანხლებით (ჰომოფონია). მელოდია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ნაწარმოების ჰარმონიას, ფაქტურას, ხმათა მოძრაობას, ინსტრუმენტობას. მელოდიის ტიპი ნათლად ახასიათებს მუსიკალური ნაწარმოების სტილს, ჟანრს, მის ეროვნულ კოლორიტს.