სამბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: სამბა '''სამბა''' — საერთაშორისო [[სამეჯლისო ცეკვ...) |
20:46, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია
სამბა — საერთაშორისო სამეჯლისო ცეკვა. ბრაზილიური ხალხური საცეკვაო მელოდიის ტემპერამენტული ხასიათი გადმოიცემა ზამბარისებური მოძრაობებით. ტემპი 48 - 56 ტაქტი წუთში. მუსიკალური ზომა 2/4. ყოველი ტაქტის მეორე თვლა ძლიერ აქცენტირებულია. ადვილი, საყოველთაოდ მისაწვდომი შესრულებით განეკუთვნება ყოფით ცეკვებს, ხოლო რთული შესრულებით, რთული ფიგურებისა და შესრულების მაღალი კლასის ვარიაციების გამოყენებით — სპორტულ ცეკვებს.