სკენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სკენე''' — (ბერძ. skēnē), ძველბერძნული თეატრის ერთ-ერთი სამნაწი...)

14:48, 16 დეკემბერი 2021-ის ვერსია

სკენე — (ბერძ. skēnē), ძველბერძნული თეატრის ერთ-ერთი სამნაწილთაგანი. ადრეულ პერიოდში (ესქილემდე) სკენე ეწოდებოდა დროებით ფიცრულ ნაგებობას, სხვადასხვა როლის შემსრულებელი მსახიობის გადასაცმელად განკუთვნილს. თეატრალური მოქმედების გართულებისა და მეორე და მესამე მსახიობის გაჩენასთან დაკავშირებით „ორქესტრის“ უკან, ანდა მის შემხებ წრეწირთან აშენდა კედელი, რომელსაც სკენე ეწოდა. V საუკ. შუა ხანებში სკენეს მიუშენეს გვერდის ფრთები — „პარასკენიუმები“.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები