გაბუნია ნოდარ
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Gabunia nodar.jpg|thumb|200პქ|ნოდარ გაბუნია]] | [[ფაილი:Gabunia nodar.jpg|thumb|200პქ|ნოდარ გაბუნია]] | ||
| − | '''გაბუნია ნოდარ კალისტრატეს ძე''' - (9. VIII. 1933, [[თბილისი]], – 31. VIII. 2000, იქვე), [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1982), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1985), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1984-2000), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1973-79) და თავმჯდომარე (1996-97). | + | '''გაბუნია ნოდარ კალისტრატეს ძე''' - (9. VIII. 1933, [[თბილისი]], – 31. VIII. 2000, იქვე), [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1982), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის [[ლაურეატი]] (1985), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1984-2000), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1973-79) და თავმჯდომარე (1996-97). |
დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (1957) და ასპირანტურა (1961) ფორტეპიანოს განხრით (ხელმძღვანელი [[გოლდენვეიზერი ალექსანდრე|ა. გოლდენვეიზერი]]), ხოლო 1962 კომპოზიციის განხრით (ხელმძღვანელი ა. ხაჩატურიანი). | დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (1957) და ასპირანტურა (1961) ფორტეპიანოს განხრით (ხელმძღვანელი [[გოლდენვეიზერი ალექსანდრე|ა. გოლდენვეიზერი]]), ხოლო 1962 კომპოზიციის განხრით (ხელმძღვანელი ა. ხაჩატურიანი). | ||
21:05, 9 იანვარი 2022-ის ვერსია
გაბუნია ნოდარ კალისტრატეს ძე - (9. VIII. 1933, თბილისი, – 31. VIII. 2000, იქვე), ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1982), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1985), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1984-2000), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1973-79) და თავმჯდომარე (1996-97).
დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (1957) და ასპირანტურა (1961) ფორტეპიანოს განხრით (ხელმძღვანელი ა. გოლდენვეიზერი), ხოლო 1962 კომპოზიციის განხრით (ხელმძღვანელი ა. ხაჩატურიანი).
1962-იდან მოღვაწეობდა თბილისში (კონსერვატორიის პროფესორი, საფორტეპიანო კათედრის გამგე – 1965, რექტორი – 1984), გამოდიოდა კონცერტებით როგორც პიანისტი (პირველმა საქართველოში შეასრულა ბეთჰოვენის ყველა საფორტეპიანო სონატა, 1970, ბარტოკის საფორტეპიანო შემოქმედების პროპაგანდისტი იყო).
გაბუნია ავტორია 2 მუსიკალური კომედიისა: „ყვარყვარე თუთაბერი“ (1973) და „ხე ჭრიალებს“ (1979), დაიდგა თბილისის მუსიკის კომედიის თეატრში (1974, 1979), 2 სიმფონიისა (1972, 1984), 3 საფორტეპიანო კონცერტისა (1961, 1976, 1986); მასვე ეკუთვნის სონატა საყვირის, ფორტეპიანოსა და დასარტყმელი საკრავებისათვის (1980). სონატები და პიესები ფორტეპიანოსათვის, ორგანისათვის, 2 სიმებიანი კვარტეტი, საფორტეპიანო ტრიო, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, მ. შ. ცნობილი „იგავი“ (ს.ს. ორბელიანის მიხედვით, 1964, იუნესკოს საერთაშორისო პრემია, 1965), მუსიკა თეატრისა და კინო-ფილმებისათვის („ვედრება“, „ნერგები“, „აურზაური სალხინეთში“) და სხვ. გაბუნიამ აღზარდა ნიჭიერ პიანისტთა პლეადა.
(გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
