ფა (ტრანსპონირებული საკრავების წყობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფა''' − (იტალ. fa), ტრანსპონირებული საკრავების წყობა (in F), რომლები...) |
მიმდინარე ცვლილება 16:07, 26 იანვარი 2022 მდგომარეობით
ფა − (იტალ. fa), ტრანსპონირებული საკრავების წყობა (in F), რომლებიც ჟღერენ:
ა) დაწერილთან შედარებით სამნახევარი ტონით ქვემოთ: ამ წყობაში ამჟამად იყენებენ ინგლისურ ქარახსას, ვალტორნას (თუ მისი ნოტები ვიოლინოს გასაღებშია დაწერილი), „ალტის საყვირს“.
ბ) დაწერილთან შედარებით ორნახევარი ტონით ზევით: ამ წყობაში ამჟამად იყენებენ ვალტორნას (თუ მისი ნოტები ბანის გასაღებშია დაწერილი).