ქრომატიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქრომატიზმი''' – კილოს დიატონური საფეხურის შე...) |
მიმდინარე ცვლილება 01:11, 1 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ქრომატიზმი – კილოს დიატონური საფეხურის შეცვლა ნახევარი ტონით. აღინიშნება ალტერაციის ნიშნებით: დიეზით ან ბემოლით. ვიწრო გაგებით ქრომატიზმის ქვეშ იგულისხმება ბგერის უშუალო შეცვლა ერთ ხმაში, განსხვავებით ალტერაციისაგან, რომელიც უფრო ფართო ცნებაა და გულისხმობს აგრეთვე მოცემული საფეხურის სხვადასხვა ბგერების შეხამებას ან დაპირისპირებას სხვადასხვა ხმებში. ამდიდრებს რა ჰარმონიის ბგერით ელფერს ქრომატიზმი ამზადებს მოდულაციას (მოდულაციური ალტერაცია) ან ამახვილებს კილოებრივ მიზიდულობებს და აკორდების მელოდიურ კავშირებს (კილოებრივი ალტერაცია).