შპილმანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

01:03, 4 თებერვალი 2022-ის ვერსია

შუა საუკუნეების გრავიურა. შპილმანები

შპილმანი – (გერმ. Spielmann), შუა საუკუნეების გერმანიაში მოხეტიალე მუსიკოსი მსახიობი. დიდი პოპულარობით სარგებლობდა გლეხობაში და მდაბიო მოქალაქეთა შორის. შპილმანები გამოდიოდნენ ბაზრობებზე, სახალხო დღესასწაულებზე, მონაწილეობდნენ აგრეთვე სამეფო კარზე გამართულ ზეიმებში. საფრანგეთში შპილმანის დარი იყო ქონგლიორი, სკანდინავიაში – სპელმანი, რუსეთში – კომოროხი, საქართველოშიბერიკა. შპილმანი პოეტიც იყო, მსახიობიც, მუსიკოსიც და მოცეკვავეც. ისინი ასრულებდნენ გმირული ხალხური ეპოსის ნაწარმოებებს, თხზავდნენ ნოველებსა და შვანკებს (სატირიკულ ზღაპრებს) და თვითონვე ასრულებდნენ მათ.





ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები