გომისჯვრის კოშკი
(→აღწერილობა) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
13:56, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია
გომისჯვრის კოშკი – კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში, სოფლის განაპირას, სამხრეთ დასავლეთით, ნასოფლარის სასაფლაოზე. ადგილი მოსახლეობის გადმოცემით, თარხნიშვილებს ეკუთვნოდათ. სტილისტური ნიშნებით განეკუთვნება XVII საუკუნეს.
აღწერილობა
კოშკი დაზიანებულია: პირველი სართული სანახევროდ მიწითაა ამოვსებული, სართულშუა გადახურვა და სახურავი ჩანგრეულია, აივნები აღარ აქვს (დარჩენილია აივნების კოჭების ბუდეები), მეოთხე სართულის აივანზე გასასვლელი კარი ამოშენებულია. შვიდსართულიანი კვადრატული კოშკი (7,15 X 7,15 მ; სიმაღლე 16,6 მ, კედლის სისქე 1,5 მ) ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია ნატეხი ქვაც. კოშკი ზემოთ თვალსაჩინოდ ვიწროვდება. შესასვლელი დასავლეთითაა, 3,5 მეტრის სიმაღლეზე, მეორე სართულის დონეზე. ამ სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი სათოფურია, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ დასავლეთ კედლებში ნიშებიცაა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთისაში - ბუხარი. სულ ზემოთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს თითო ნისკარტისებრი სალოდეა. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით და მისადგმელი კიბეებით უკავშირდებოდა.