სელიტრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სელიტრა''' – ტრივიალური დასახელება მინერალებისა, რომლებიც ...) |
20:53, 11 თებერვალი 2022-ის ვერსია
სელიტრა – ტრივიალური დასახელება მინერალებისა, რომლებიც შეიცავენ ტუტე და ტუტე-მიწა მეტალებსა (მათ შორის კრისტალჰიდრატებს) და ამონიუმს. გამოიყენება როგორც აზოტოვანი სასუქი სოფლის მეურნეობაში; კალიუმის ნიტრატი – როგორც დანამატი შავი დენთის წარმოებაში; ამონიუმის ნიტრატი – ასაფეთქებელი ნივთიერებების ამონალისა და ამოტოლის დასამზადებლად; ნატრიუმისა და კალიუმის ნიტრატები – როგორც აქტიური კონსერვანტები ყველისა და ძეხვეულის წარმოებაში და სხვ. არსებობს სელიტრას სახეობები: ამიაკის, ამონიუმის, ბარიუმის, ბარიტის, ინდური, კალიუმის, კალციუმის, კირის, მაგნიუმის, ნატრიუმის, ნორვეგიული, ჩილური და სხვ.