ართილაყვა რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ართილაყვა რევაზ“ გადაიტანა გვერდზე „რევაზ ართილაყვა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რევაზ ართილაყვა“ გადაიტანა გვერდზე „ართილაყვა რევაზ“ გადამის...) |
20:33, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია
ართილაყვა რევაზ – (1930), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჯუმათში (ოზურგეთი); 1960 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ეწევა ჟურნალისტურ და სამწერლო საქმიანობას. გამოცემული აქვს კრებულები: „ცა ვარსკვლავებით სავსეა” (1962 წ), „ღია სარკმელი” (1969), „წყურვილი” (1970), „მწიფობისთვე” (1973), „აგუნა” (1975), „სიჩქარე” (1978), „უსასრულობა” (1980), „ფუძის სითბო” (1989 წ).
- * * *
- სიცოცხლე უნდა შეისისხლხორცო,
- როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ მებრძოლს,
- ჯერ მამულისთვის უნდა იცოცხლო,
- რომ მერე მისთვის სიკვდილი შეძლო.