ტრაქეის კომპრესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 

მიმდინარე ცვლილება 23:55, 31 მარტი 2022 მდგომარეობით

პქაორტის ანომალიების სქემატური აღწერა

ტრაქეის კომპრესიატრაქეის კომპრესია გვხვდება ძალიან ხშირად. კომპრესიის მიზეზი შესაძლოა მდებარეობდეს როგორც კისრის, ასევე თორაკალურ ნაწილში.

კისრის მიდამოს ტრაქეალური კომპრესია ყოველთვის არის სიმსივნოვანი ეტიოლოგიის. შესაძლოა ჩამოყალიბებული იყოს ფარისებრი, საყლაპავი ან ლიმფური კვანძების სიმსივნოვანი გენეზის გამო.

ფარისებრი ჯირკვლის კომპრესიის რადიოლოგიური სურათი

კლინიკურად, ასეთი დაავადებები ინსპირაციული ანუ ჩასუნთქვის დისპნოეთი ვლინდება. დიაგნოსტიკა რადიოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევის საფუძველზე ხდება და არ არის ძნელი. უფრო ძნელია გავერკვეთ ასეთი სიმსივნეები მხოლოდ კომპრესიას ახდენენ თუ უკვე ინვაზიურად შეზრდილები არიან ტრაქეის ქსოვილში.

მედიასტინალური ნაწილის კომპრესია, უფრო ხშირად, სიმსივნოვანი ეტიოლოგისაა, როგორიცაა ბრონქების სიმსივნე ან შორსწასული ტუბერკულოზი. თუმცა, ასევე შესაძლებელია სისხლძარღვოვანი ანომალიებით გამოწვეული კომპრესია მაგ. აორტის ან გულის ანომალიები. ასევე, აღსანიშნავია თიროიდული პათოლოგიები, მყვინთავი ჩიყვი.

კლინიკური ნიშნები ექსპირაციული დისპნოეთი ვლინდება. პერმანენტული ხველა, როგორც წესი, წინ უსწრებს დისპნოეს.

ასეთი დაავადებების მკურნალობა აუცილებლად ქირურგიულია და ითვალისწინებს კომპრესიის მიზეზის მოცილებას.


[რედაქტირება] წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები