რკინიგზის დომკრატი
(ახალი გვერდი: რკინიგზის დომკრატი '''რკინიგზის დომკრატი'...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტექნიკა]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტექნიკა]] | ||
[[კატეგორია:დომკრატი]] | [[კატეგორია:დომკრატი]] | ||
| + | [[კატეგორია:ტვირთამწევი მექანიზმები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:47, 8 ივნისი 2022 მდგომარეობით
რკინიგზის დომკრატი − მექანიზმი, რომელსაც იყენებენ მძიმე საცალო ტვირთის, სატრანსპორტო საშუალების (ავტომობილის, ვაგონის) და სხვათა ასაწევად სარემონტო, სამონტაჟო ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებლად. რკინიგზის დომკრატი მცირე ზომისა და მცირე მასისაა (არ აღემატება თავისი ტვირთამწეობის 1%-ს). აწევის სიჩქარეა 0,01-0,25 მ/წმ, აწევის სიმაღლე – 0,15 მ. სპეციალური დანიშნულების დომკრატების ტვირთამწეობა რამდენიმე ასეულ ტონას აღწევს, ხოლო ტვირთის აწევის სიმაღლე – რამდენიმე მეტრს. დომკრატი უზრუნველყოფს ტვირთის მდორედ აწევას, მის ზუსტ ფიქსაციას და განსაზღვრულ სიმაღლეზე გაჩერებას. ამძრავის ტიპის მიხედვით განასხვავებენ ხელისა და ელექტროამძრავიან დომკრატებს, ხოლო მოქმედების პრინციპისა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით – ლარტყულს, ხრახნულსა და ჰიდრავლიკურს.