ვიბრორეცხვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვიბრორეცხვა''' – მსუბუქი, საშუალო და ძნელადმოსაცილებელი მი...) |
მიმდინარე ცვლილება 12:31, 13 ივნისი 2022 მდგომარეობით
ვიბრორეცხვა – მსუბუქი, საშუალო და ძნელადმოსაცილებელი მინარევებისაგან ქვიშების გათავისუფლება წყლის ჭავლის (ან შხეფის) მეშვეობით. მარტივი ვიბრორეცხვა წარმოებს ვიბრაციულ ცხავებზე დასველების სისტემით მასალების ერთდროული რეცხვა-დახარისხებით. ძლიერგამრეცხი ვიბრაციული მანქანა წარმოადგენს ორ პარალელურ მილ-აბაზანას, ქვედა ნაწილში ხვრეტებით. აბაზანა ყენდება დახრილად ან ჰორიზონტალურად ზამბარიან ამორტიზატორებზე და იღებს წრიულ განივ რხევებს ინერციული ვიბრატორისაგან. თითოეულ მილ-აბაზანაში დაყენებულია წყლის გამშხეფი მოწყობილობა.