კაოლინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: კაოლინის ღია კარიერი '''კაოლინი''' (ჩინ. kao lin < ჩინე...) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:თიხა]] | [[კატეგორია:თიხა]] | ||
17:00, 27 ივნისი 2022-ის ვერსია
კაოლინი (ჩინ. kao lin < ჩინეთის პროვინცია ცზიან ცის ადგილ-მდებარეობის სახელის მიხედვით) – თეთრი ცეცხლგამძლე თიხა, რომელიც მიიღება მინერალ კაოლინიტისაგან. მისი ჩამოყალიბება ხდება გრანიტის, გნეისისა და სხვა მინდვრის შპატის შემცველი მთის ქანების დაშლის (გამოქარვის) შედეგად. კაოლინის ძირითადი თვისებებია: მაღალი ცეცხლმედეგობა, დაბალი პლასტიკურობა და შემკვრელობის უნარი. გამდიდრებული კაოლინი გამოიყენება, როგორც ნედლეული, შემდეგი მასალების წარმოებაში: ფაიფური, ქაშანური, ქაღალდი, მუყაო, რეზინი, პლასტმასი, თხელი ელექტროტექნიკური კერამიკა, ულტრამარინები, პესტიციდები, პარფიუმერია, კოლენკორი და სხვ.