ნავმისადგომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნავმისადგომი''' – სპეციალურად მოწყობილი ადგილი სამდინარო გ...) |
14:30, 29 აგვისტო 2022-ის ვერსია
ნავმისადგომი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი სამდინარო გემების და მისთ. მისადგომად მდინარის ნაპირზე. მისი დანიშნულებაა: სატვირთო ოპერაციების ჩატარება, მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომა, საწვავის შევსება, კვების პროდუქტებით მომარაგება და სხვ. არსებობს სტაციონარული (ხელოვნური, ბუნებრივი) და მცურავი (დებარკადერი, ბარჟა, პონტონი). ნავმისადგომი პრინციპულად იგივეა, რაც ნავსაბელი, თუმცა იგი ძირითადად გამოიყენება სამდინარო ფლოტში.