ასირიულ-ბაბილონური ორნამენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ასირიულ-ბაბილონური ორნამენტი '''ასირი...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:48, 5 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

ასირიულ-ბაბილონური ორნამენტი

ასირიულ-ბაბილონური ორნამენტიორნამენტი, რომლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ძველეგვიპტურმა ხელოვნებამ, თუმცა ეგვიპტური ფორმების იდენტურობის გარდა მას ჰქონდა საკუთარი ფორმებიც (მცენარეული და ემბლემური). ასირიისა და ბაბილონის არქიტექტურულ ნაგებობებსა და გამოყენებით ხელოვნებაში ორნამენტი, ძირითადად, გეომეტრიული ხასიათის იყო (ვარსკვლავი, როზეტი), აგრეთვე მოიცავდა მცენარეულობის (გირჩები, ბროწეულები, ანანასი), ფანტასტიკური ცხოველებისა და თევზების სტილიზებულ გამოსახულებებს. ემბლემური ფიგურებიდან ყველაზე გავრცელებული იყო ადამიანისთავიანი, ფრთებიანი ხარის ფიგურა, მთის ცხვარი მრგვლად გადაღუნული დიდი რქებითა და კლასიკური მოტივი – სიცოცხლის ხე იქით-აქეთ გაწყვილებული მთის თხებით. ასირიულ-ბაბილონური ორნამენტი გამოიყენებოდა საეკლესიო და საკულტო შენობების ინტერიერებისა და ექსტერიერების შესამკობად, ქანდაკებებისა და ჭურჭლის მოსახატად და სხვ.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები