მთის ბოკვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''მთის ბოკვი''' - Acer pseudoplatanus L. მთის ბოკვიც ნეკერჩ...) |
11:55, 20 სექტემბერი 2022-ის ვერსია
მთის ბოკვი - Acer pseudoplatanus L.
მთის ბოკვიც ნეკერჩხლისებრთა ოჯახიდანაა. ის ქორაფზე მეტად ტენის და სიგრილის მოყვარულია. ამიტომ იზრდება ზღვის დონიდან 1300-1600 მ სიმაღლეზე, უმეტესად დასავლეთ საქართველოში, ტენიან ხეობებში, მდინარის მახლობლად, წიფელთან, ცაცხვთან, რცხილასთან და ზოგჯერ სოჭთან ერთად. მთის ბოკვი სიმაღლეში 40 მ-ს აღწევს. ქერქი მურა ნაცრისფერია. ასაკოვან ხეში ქერქი სკდება და დაშრევებულია. ფოთოლი ხუთნაკვთიანია, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან ლეგა. ყვავილობს აპრილსა და მაისში, ყვავილედი მტევანია. ნაყოფი 3-6 სმ სიგრძის ფრთიანი კაკალია, ფრთები ჯერ მწვანე ან მოწითალოა, სიმწიფის ფაზაში კი ლეგა – მოყვითალო.