პლატერესკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პლატერესკო''' – (ესპ. plateresco < platero იუველირი < plata ვერცხლი < ბერძ. platýs ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| + | [[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:არქიტექტურული სტილი]] | [[კატეგორია:არქიტექტურული სტილი]] | ||
12:34, 26 სექტემბერი 2022-ის ვერსია
პლატერესკო – (ესპ. plateresco < platero იუველირი < plata ვერცხლი < ბერძ. platýs ფართე, ბრტყელი) – XVI საუკუნის ძირითადი არქიტექტურული სტილი ესპანეთის სამეფოში, რომელშიც ექსტრავაგანტურადაა შეერთებული გოტიკური, მავრიტანული და რენესანსული დეკორატიული მოტივები. ის რენესანსის ესპანური ვარიანტია. ამ სტილის შენობებს გამოარჩევდა ფასადების გადატვირთული მორთულობა კლასიკური არქიტექტურული და სკულპტურული ფორმებით, ბარელიეფებით, ბიუსტებით, ანტიკური ღმერთების ქანდაკებებითა და სხვ. პლატერესკოს ბრწყინვალე ნიმუშებია: ქ. სალამანკას უნივერსიტეტი (1515-1533 წწ.), სახლი ნიჟარებით (1493-1517 წწ., ქ. სალამანკა), უნივერსიტეტი ალკალა-დე-ენარესი (1540-1559 წწ.) ქ. მადრიდში, ქ. სევილიის რატუშა (1527 წ.) და სხვ.