ჟანგეულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჟანგეულები''' – ქიმიური ელემენტების ნაერთი [[ჟანგბადი|ჟანგბ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:22, 28 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

ჟანგეულები – ქიმიური ელემენტების ნაერთი ჟანგბადთან. ქიმიური თვისებების მიხედვით ჟანგეულები იყოფა მარილწარმომქმნელ და მარილ არწარმომქმნელებად. მარილწარმომქნელი ჟანგეულები იყოფა ფუძე, მჟავა და ამფოტერულებად (მათი ჰიდროოქსიდები, შესაბამისად, არიან ფუძეები, მჟავები ან ავლენენ ამფოტერულობას). მრავალი ჟანგეული გვხვდება ბუნებაში; ასეთებია წყალი H2O, ნახშირორჟანგი CO2, კაჟმიწა SiO2 – მთის ქანების მთავარი შემადგენელი ნაწილი და სხვ. ჟანგეულები (რკინის, ალუმინის და ა.შ.) შესაბამისი ლითონების მიღების ძირითადი წყაროა. ჟანგეულები ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში, მაგ., ჩაუმქრალი კირი CaO – სამშენებლო საქმეში; NO2, SO2აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას წარმოებაში და სხვ. საერთაშორისო ქიმიური ნომენკლატურის მიხედვით ჟანგეულებს ეწოდებათ ოქსიდები.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები