მარანას კოშკი ( კვადრატული)
(→წყარო) |
|||
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
− | კოშკი გეგმით კვადრატულია (9,6 X 9,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კედლების შიდა პირზე და | + | კოშკი გეგმით კვადრატულია (9,6 X 9,6 მ), ნაგებია [[რიყის ქვა|რიყის ქვით]]. [[კედელი|კედლების]] შიდა პირზე და [[კამარა]]ზე გამოყენებულია [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]. კოშკი საცხოვრებელ-საბრძოლოა. ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის კედლების ფრაგმენტები. შესასვლელი აღმოსავლეთითაა, პირველ სართულზე. ამ სართულის ცენტრში ერთი დახურული კვადრატული სათავსია. კარის პირდაპირ მოზრდილი [[ბუხარი]]ა, გვერდებზე - ღრმა და მაღალი ნიშები. მომცრო ნიშები დანარჩენ სამ კედელშიცაა. სათავსი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი კარით გადის [[ტალანი|ტალანებში]], რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული. ტალანების კედლებში ცალმაგი და ორმაგი [[სათოფური|სათოფურებია]]. სათავსი გადახურულია ჯვაროვანი [[გუმბათი]]თ. შესასვლელის მარცხნივ მდებარე კიბით პირველი სართული უკავშირდება მეორეს. მეორე სართულიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი, რამდენიმე სათოფურით. |
==ბიბლიოგრაფია== | ==ბიბლიოგრაფია== |
15:28, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია
მარანას კოშკი - მარანას კოშკი - კოშკები მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარანას სამხრეთ ნაწილში, თარიღდება XVII-XVIII საუკუნეების მიჯნით.
აღწერილობა
კოშკი გეგმით კვადრატულია (9,6 X 9,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კედლების შიდა პირზე და კამარაზე გამოყენებულია აგური. კოშკი საცხოვრებელ-საბრძოლოა. ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის კედლების ფრაგმენტები. შესასვლელი აღმოსავლეთითაა, პირველ სართულზე. ამ სართულის ცენტრში ერთი დახურული კვადრატული სათავსია. კარის პირდაპირ მოზრდილი ბუხარია, გვერდებზე - ღრმა და მაღალი ნიშები. მომცრო ნიშები დანარჩენ სამ კედელშიცაა. სათავსი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი კარით გადის ტალანებში, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული. ტალანების კედლებში ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. სათავსი გადახურულია ჯვაროვანი გუმბათით. შესასვლელის მარცხნივ მდებარე კიბით პირველი სართული უკავშირდება მეორეს. მეორე სართულიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი, რამდენიმე სათოფურით.
ბიბლიოგრაფია
- ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები:მარანა //ზაქარაია პ. ქართული ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.432-433. სოფლის ჩრდილოეთ და სამხრეთ განაპირას მდგარი კოშკების დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.194,195).
- მარანა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ.5.-1990.-გვ.78. სოფ. მარანის ორი კოშკის (XVII-XVIII სს.) აღწერილობა.
- კოშკები //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.ტ.I.-თბ.,1983.-გვ.177-180. მოკლე ცნობები მარანს კოშკის შესახებ. ტექსტს ერთვის კოშკის გეგმა და განაკვეთი.