ჩაილურის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ჩაილურის ციხე '''ჩაილურის ციხე''' (ნიახურა...)
 
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ჩაილურის ციხე''' (ნიახურას ციხე) – (ინგლ. Chailuri Castle),  XVI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს [[კახეთი]]ს მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურის სამხრეთით, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე.
 
'''ჩაილურის ციხე''' (ნიახურას ციხე) – (ინგლ. Chailuri Castle),  XVI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს [[კახეთი]]ს მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურის სამხრეთით, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე.
  
ციხეს გეგმაში არათანაბარი ხუთკუთხედის ფორმა აქვს, რომლის კუთხეებშიც [[კოშკი|კოშკებია]] განლაგებული [[სათოფური|სათოფურებითა]] და იმ დროისათვის დამახასიათებელი ნისკარტა [[სალოდე]]ებით. კოშკებს შორის აღსანიშნავია აღმოსავლეთის კუთხეში მდგარი მასიური კოშკი, რომლის უდიდესი ნაწილიც თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. მას საბრძოლო ბილიკის დონეზე მცირე ზომის ღია სადგომი აქვს, [[გალავანი|გალავნის]] [[კედელი|კედლისკენ]] გაჭრილი სათოფურებით. ციხის გალავნისა და კოშკების კედლები [[ქონგურები|ქონგურებით]] ბოლოვდება, რაც [[ნაგებობა|ნაგებობის]] არა მარტო თავდაცვითი ელემენტებია, არამედ არქიტექტურულადაც მომხიბვლელობასა და გრანდიოზულობას მატებს მთის თავზე ამაყად წამომდგარ [[ციხესიმარე]]ს. ნაშენია [[რიყის ქვა|რიყის ქვისა]] და [[კირის დუღაბი]]ს გამოყენებით. კარიბჭე ამოშენებულია ძველი [[ქართული აგური]]თ. ციხის [[ეზო]]ში ჩრდილოეთ კუთხეში, კოშკის წინ კვადრატული [[ნაგებობა|ნაგებობის]] კვალია შემორჩენილი, რომელიც სავარაუდოდ 3-4 სართულიანი უნდა ყოფილიყო ხის ბრტყელი [[სართულშუა გადახურვა|სართულშუა გადახურვებით]].  
+
ციხეს გეგმაში არათანაბარი ხუთკუთხედის ფორმა აქვს, რომლის კუთხეებშიც [[კოშკი|კოშკებია]] განლაგებული [[სათოფური|სათოფურებითა]] და იმ დროისათვის დამახასიათებელი ნისკარტა [[სალოდე]]ებით. კოშკებს შორის აღსანიშნავია აღმოსავლეთის კუთხეში მდგარი მასიური კოშკი, რომლის უდიდესი ნაწილიც თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. მას საბრძოლო ბილიკის დონეზე მცირე ზომის ღია სადგომი აქვს, [[გალავანი|გალავნის]] [[კედელი|კედლისკენ]] გაჭრილი სათოფურებით. ციხის გალავნისა და კოშკების კედლები [[ქონგურები|ქონგურებით]] ბოლოვდება, რაც [[ნაგებობა|ნაგებობის]] არა მარტო თავდაცვითი ელემენტებია, არამედ არქიტექტურულადაც მომხიბვლელობასა და გრანდიოზულობას მატებს მთის თავზე ამაყად წამომდგარ [[ციხესიმაგრე]]ს. ნაშენია [[რიყის ქვა|რიყის ქვისა]] და [[კირის დუღაბი]]ს გამოყენებით. კარიბჭე ამოშენებულია ძველი [[ქართული აგური]]თ. ციხის [[ეზო]]ში ჩრდილოეთ კუთხეში, კოშკის წინ კვადრატული [[ნაგებობა|ნაგებობის]] კვალია შემორჩენილი, რომელიც სავარაუდოდ 3-4 სართულიანი უნდა ყოფილიყო ხის ბრტყელი [[სართულშუა გადახურვა|სართულშუა გადახურვებით]].  
  
 
ჩაილურის ციხეს სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა – კეტავდა შემოსასვლელს იორის ხეობაში და [[მანავის ციხე|მანავის ციხესთან]] ერთად წარმოადგენდა [[თბილისი]]სკენ მიმავალი გზის ჩამკეტ [[თავდაცვითი ნაგებობები|თავდაცვით ნაგებობას]]. საკმაოდ დაზიანებული ციხესიმაგრე მთლიანადაა აღდგენილი 1980-1984 წლებში.
 
ჩაილურის ციხეს სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა – კეტავდა შემოსასვლელს იორის ხეობაში და [[მანავის ციხე|მანავის ციხესთან]] ერთად წარმოადგენდა [[თბილისი]]სკენ მიმავალი გზის ჩამკეტ [[თავდაცვითი ნაგებობები|თავდაცვით ნაგებობას]]. საკმაოდ დაზიანებული ციხესიმაგრე მთლიანადაა აღდგენილი 1980-1984 წლებში.

მიმდინარე ცვლილება 15:25, 27 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ჩაილურის ციხე

ჩაილურის ციხე (ნიახურას ციხე) – (ინგლ. Chailuri Castle), XVI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურის სამხრეთით, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე.

ციხეს გეგმაში არათანაბარი ხუთკუთხედის ფორმა აქვს, რომლის კუთხეებშიც კოშკებია განლაგებული სათოფურებითა და იმ დროისათვის დამახასიათებელი ნისკარტა სალოდეებით. კოშკებს შორის აღსანიშნავია აღმოსავლეთის კუთხეში მდგარი მასიური კოშკი, რომლის უდიდესი ნაწილიც თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. მას საბრძოლო ბილიკის დონეზე მცირე ზომის ღია სადგომი აქვს, გალავნის კედლისკენ გაჭრილი სათოფურებით. ციხის გალავნისა და კოშკების კედლები ქონგურებით ბოლოვდება, რაც ნაგებობის არა მარტო თავდაცვითი ელემენტებია, არამედ არქიტექტურულადაც მომხიბვლელობასა და გრანდიოზულობას მატებს მთის თავზე ამაყად წამომდგარ ციხესიმაგრეს. ნაშენია რიყის ქვისა და კირის დუღაბის გამოყენებით. კარიბჭე ამოშენებულია ძველი ქართული აგურით. ციხის ეზოში ჩრდილოეთ კუთხეში, კოშკის წინ კვადრატული ნაგებობის კვალია შემორჩენილი, რომელიც სავარაუდოდ 3-4 სართულიანი უნდა ყოფილიყო ხის ბრტყელი სართულშუა გადახურვებით.

ჩაილურის ციხეს სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა – კეტავდა შემოსასვლელს იორის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისკენ მიმავალი გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას. საკმაოდ დაზიანებული ციხესიმაგრე მთლიანადაა აღდგენილი 1980-1984 წლებში.




[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები