ცემენტიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ცემენტიტი''' − (ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის [[ფისი]...) |
14:59, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
ცემენტიტი − (ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის ფისი < ლათ. caementum სამტეხლოს ქვა, უხეში ქვა, დუღაბის მოსამზადებელი დამსხვრეული ქვა < caedere ჩეხა, პობა, ჭრა, დანამცეცება) – რკინის კარბიდი (Fe3C), რკინანახშირბადიანი შენადნობის მეტასტაბილური ფაზა, რკინისა და ნახშირბადის ქიმიური ნაერთი. შეიცავს 6,67% ნახშირბადს. აქვს ორთორომბული კრისტალური მესერი, მაღალი სიმაგრე და სიმყიფე, მცირედ მაგნიტურია 210°C ტემპერატურამდე. ც. ფორმირება ხდება თუჯის ნადნობის კრისტალიზაციის პროცესში. ფოლადებში გამოიყოფა აუსტენიტის გაცივების ან მარტენსიტის გახურების დროს. ის წარმოადგენს რკინანახშირბადიანი შენადნობის ფაზურ და სტრუქტურულ მდგენელს და ლედებურიტის, პერლიტის, სორბიტისა და ტროოსტიტის შემადგენელ ნაწილს.