შაშალაკა ლეღვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 14: ხაზი 14:
 
გემოთი შაშალაკა ლეღვი მეტად სასიამოვნოა, საკმაოდ ტკბილი და სურნელოვანი. ზოგიერთ ავდრიან წლებში ნაყოფი ხეზევე მჟავდება.
 
გემოთი შაშალაკა ლეღვი მეტად სასიამოვნოა, საკმაოდ ტკბილი და სურნელოვანი. ზოგიერთ ავდრიან წლებში ნაყოფი ხეზევე მჟავდება.
  
ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლოდან და გრძელდება მთელი სექტემბრის განმავლობაში. მოსავალი იცის მეტად უხვი, ორი-სამი ცენტნერი ერთი ხიდან. შაშალაკას ნაყოფი კარგია, როგორც სუფრის ჯიში, მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებლისთვის. მახლობელ ბაზრებზე გასატანად კი სხვა უკეთესი სუფრის ჯიშების კონკურენციას ვერ იტანს. მისგან დამზადებული ჩირი ნაყოფის სიწვრილის გამო არ გამოდის მაღალხარისხოვანი. შაშალაკა იძლევა მასობრივი მოხმარების სასპირტე და ყავის სუროგატის დასამზადებელ გამშრალ პროდუქტს.
+
ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლოდან და გრძელდება მთელი სექტემბრის განმავლობაში. მოსავალი იცის მეტად უხვი, ორი-სამი [[ცენტნერი]] ერთი ხიდან. შაშალაკას ნაყოფი კარგია, როგორც სუფრის ჯიში, მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებლისთვის. მახლობელ ბაზრებზე გასატანად კი სხვა უკეთესი სუფრის ჯიშების კონკურენციას ვერ იტანს. მისგან დამზადებული ჩირი ნაყოფის სიწვრილის გამო არ გამოდის მაღალხარისხოვანი. შაშალაკა იძლევა მასობრივი მოხმარების სასპირტე და ყავის სუროგატის დასამზადებელ გამშრალ პროდუქტს.
  
  

15:18, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

შაშალაკა ლეღვი

შაშალაკა ლეღვი - ამ სახელწოდებით ქვემო კახეთში ცნობილია წითელნაყოფა ლეღვის ჯიში. უკანასკნელი მასობრივად არის გავრცელებული და იქ სცვლის ღვინა ჯიშს, რომელიც ზემო კახეთში მასობრივ გავრცელების ჯიშად ითვლება.

შაშალაკა ლეღვის ხე ძლიერ იზრდება და ტანიანი პირამიდული ფორმისაა. მთავარი ტოტი (ლიდერი) ძლიერ განვითარებული აქვს, ძლიერი გვერდითი დატოტვით. ტოტები აქვს ხშირი, მოკლე მუხლთაშორისებით.

ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, ხუთთათა, თითქმის ყველა თანაბრად განვითარებული, ზედა თათების ნაკვთები საშუალო სიღრმისაა და ვიწრო, ქვედა თათების ამონაკვთები განიერია და არა ღრმა. დაძარღვა მცირე აქვს, ფოთლის სიფრიფანა თხელხორცაა და ნაზი დაძარღულობით. ფოთლის ყუნწი 8 სმ სიგრძისაა და შეადგენს უშუალოდ ფოთლის სიფრიფანის გაგრძელებას.

შაშალაკა ლეღვი ზაფხულში ერთხელ იძლევა ნაყოფს, რომელიც უკაპრიფიგაციოდ მწიფდება. ზაფხულის ნაყოფი საშუალო სიმსხოსია, 31/2 სმ სიმაღლისა და 4 სმ სიგანის, თხელი კანით, ოდნავ შესამჩნევი სეგმენტებით. კანის შეფერვა მოწითალოა, შიგადაშიგ ლურჯი ზოლებით, აქაიქ, მეტადრე ყუნწთან, გამჭვირვალე სიყვითლით.

ნაყოფის ყელი მოკლეა, ოღონდ განიერი და კარგად გამოხატული. ნაყოფის ყუნწი მოკლეა და განიერი, მომწვანო ფერის, წითელი წერტილებით, პატარა ქერტლით დაფარული.

კანქვეშა ხორცი მოთეთრო-მოვარდისფროა, საკმაოდ სქელი ფენისაა და ნაყოფის ხორცს ირგვლივ თანაბრად ეკვრის. ნაყოფის გული ღია - წითელი ღვინისფერისაა, მცირე თესლებით. ნაყოფის მილი ვიწროა ბოლოში და განიერი გულისკენ, ნაყოფის სრულ სიმწიფეში მილი ოდნავ იღება ხოლმე.

გემოთი შაშალაკა ლეღვი მეტად სასიამოვნოა, საკმაოდ ტკბილი და სურნელოვანი. ზოგიერთ ავდრიან წლებში ნაყოფი ხეზევე მჟავდება.

ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლოდან და გრძელდება მთელი სექტემბრის განმავლობაში. მოსავალი იცის მეტად უხვი, ორი-სამი ცენტნერი ერთი ხიდან. შაშალაკას ნაყოფი კარგია, როგორც სუფრის ჯიში, მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებლისთვის. მახლობელ ბაზრებზე გასატანად კი სხვა უკეთესი სუფრის ჯიშების კონკურენციას ვერ იტანს. მისგან დამზადებული ჩირი ნაყოფის სიწვრილის გამო არ გამოდის მაღალხარისხოვანი. შაშალაკა იძლევა მასობრივი მოხმარების სასპირტე და ყავის სუროგატის დასამზადებელ გამშრალ პროდუქტს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები